"კვარაცხელია უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, მაგრამ..." - მარადონას შვილი ხვიჩაზე, მამასა და მესიზე საუბრობს

AutoSharing Option
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას შვილმა დიეგო მარადონა-უმცროსმა არგენტინისა და საუდის არაბეთის მატჩის შემდეგ Calcionapoli TV-სთან სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"მამას და მესის შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ. დიეგო ლეოს ყოველთვის იცავდა და მუდამ მის მხარეს იყო. "ლა პულგა" დიდ ზეწოლას განიცდის.

მამაჩემის შედარება რომელიმე ფეხბურთელთან? ამას მხოლოდ ის აკეთებს, ვინც ფეხბურთის შესახებ არაფერი იცის. რა თქმა უნდა, მესი "ალბისელესტეს" ლიდერია, თუმცა სკალონი ცდილობს, რომ არგენტინის ნაკრებმა გუნდური ფეხბურთი ითამაშოს
და გამარჯვებაში ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს.

რაც შეეხებათ ოსიმენს და კვარაცხელიას, ნიგერიელი ფიზიკურად წარმოუდგენლად ძლიერია. "კვარა" კი უმაღლესი ხარისხისა და კლასის ფეხბურთელია. მაგრამ, სტანისლავ ლობოტკა "ნაპოლის" შეუცვლელი მოთამაშეა, მიუხედავად სუსტი ფიზიკური მონაცემებისა, სივრცეებს მუდამ პოულობს და გუნდის შეტევებს სწორედ სლოვაკი ფეხბურთელი იწყებს.

ვფიქრობ, ჯოვანი სიმეონე არგენტინის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე დაეხმარებოდა. "ალბისელესტეს" ალვარესი, დიბალა და კორეა ჰყავს, თუმცა სამივე მათგანი მეორე ფორვარდია. მჯერა, რომ სკალონის ხელმძღვანელობით არგენტინის ნაკრები წარმატებას მიაღწევს" - განაცხადა მარადონამ.

altკვარაცხელიასა და მამარდაშვილზე ბევრ ჭორ-მართალს წავიკითხავთ - სატრანსფერო ფანჯრის ამბები

altხვიჩა კვარაცხელიას სამეგრელოში, სახლთან, გულშემატკივრები დახვდნენ [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 29 /
მარადონას რაც აქვს მთელ თავის კარიერაში გაკეთებული ხვიჩამ უკვე გააკეთა..საქართველოს ხვიჩას მსგავდი ფეხბურთელი არ ყოლია არასდროს..ხვიჩა და დანარჩენი ასე შეიძლება დაიყოს..დროის საკითხია თორემ ოქროს ბურთიც ექნება და ყველანაირი ჯილდო..
რომი
23 ნოემბერი 2022 15:08
32
შეგიძლია აგვიხსნა ხვიჩამ ნახევარი სეზონით, როგორ აჯობა მარადონას მთელ კარიერას?
papai
24 ნოემბერი 2022 11:28
0
რომი გენაცვალე ფეხბურთზე ნუღარ დააკომენტარებ ნურაფერს გთხოვ ან ქართული ფეხბურთის ისტორია წაიკითხე და მერე აკომენტარე, ხვიჩას კი უდიდესი წარმატებები.
მამუკა
23 ნოემბერი 2022 16:58
1
ყველა გამოხმაურება
უბრალოდ ფეხბურთი ესმის
თენგო
23 ნოემბერი 2022 14:39
3
Მარადონას "შვილობის" გარდა, რას წარმოადგენს ეს სუბიექტი?!
Ზაზა
23 ნოემბერი 2022 14:06
3
ჭიჭიკია შემოგევლე. იუმორი ზე ფრიადზე გაქვს
ვანჩოპე
24 ნოემბერი 2022 00:17
0
პრიუსის დაშლილები აქვს ბუენოსაირესში
ჭიჭიკია
23 ნოემბერი 2022 15:13
1
ლობოტკა მართლა კარგი ვინმეა.
გივი
23 ნოემბერი 2022 12:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული