ხვიჩა ვარჯიშს ორშაბათს განაახლებს - "ნაპოლი" მეორე წრისთვის თურქეთში მოემზადება

AutoSharing Option
"ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ვარჯიშს ორშაბათს განაახლებს. Corriere del Mezzogiorno-ს ცნობით, ქართველი სულ მალე გუნდთან ერთად იქნება და მეორე წრისთვის მომზადებას დაიწყებს.

"კვარა" დასვენების დღეებს საქართველოში ატარებს. ხვიჩა მშობლიურ მხარეს ესტუმრა და გულშემატკივრებს ავტოგრაფები დაურიგა. 21 წლის გარემარბი ლუმბაგოს რეაბილიტაციის პროგრამას აგრძელებს, რათა მომდევნო კვირის ორშაბათისთვის გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლოს" - წერს გამოცემა.

კიდევ ერთი იტალიური გამოცემა Napolipiu.com-ი გვამცნობს, რომ "პარტენოპეი" მეორე წრისთვის მოსამზადებელ შეკრებას თურქეთში გაივლის და რამდენიმე ამხანაგურ მატჩსაც გამართავს.

"კატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ლუჩანო სპალეტისთვის
სასარგებლოა, რადგან 4 იანვარს "ინტერის" წინააღმდეგ მის განკარგულებაში ხვიჩა კვარაცხელია და ამირ რაჰმანი იქნებიან. "ნაპოლი" თურქეთში მოემზადება. ამხანაგურ მატჩებს კი, დიდი ალბათობით, "კრისტალ პალასთან", "ფულემთან" და ანდრეა პირლოს დამოძღვრილ "ქარაგუმრუკთან" ჩაატარებს.

1-დან 12 დეკემბრამდე შესაძლოა, კიდევ 2 ტესტ-მატჩი გაიმართოს და ერთ-ერთი გუნდი იტალიის ჩემპიონატიდან იყოს" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მე-16 ტურში, 4 იანვარს, "ინტერს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მე კვარას გადმოსახედიდან ვუყურებ
მსოფლიო ჩემპიონატს და ჯერჯერობით არავის თამაში არ მომწონს,
პირიქით ნერვებს მიშლიან, ისე უსუსურად გამოიყურებუან ვარსკვლავები
თენგო
00:08 25-11-2022
4
მეც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ყურებისას ხვიჩაზე ვფიქრობ და წარმოვიდგენ კვარა მოცემულ მომენტებში როგორ ითამაშებდა.ერთი რაც აქამდე ჩატარებულმა მატჩებმა აჩვენა ისაა,რომ ხვიჩა და ოსიმენი ამ ჩემპიონატს უდაოდ დაამშვენებდნენ.რაც შეეხება "ნაპოლი"-ს ფეხბურთელებს-ზელინსკი არ ჩანდა.ანგისა იბრძოდა მაგრამ ასე მოსიარულე კამერუნის ნაკრებს ის მარტო ვერ უშველის.არც ლოსანო ბრწყინავდა დიდად.იქნებ ასე ჯობდეს "ნაპოლი"-სთვის?
ენძო
08:16 25-11-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული