იტალიელმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ რადიო "კის კისის" ეთერში მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა და თქვა, რომ "ნაპოლის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია კატარში იკაშკაშებდა.
"მესისა და მარადონას შედარება უაზრობაა. მესი ადამიანია, რომელიც ფეხბურთს უძლიერესთა შორის თამაშობს, მარადონა კი არაამქვეყნიური იყო.
ჩემი აზრით, ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატზე იკაშკაშებდა. ტურნირი მისთვის, ვიქტორ ოსიმენისა და ჯოვანი დი ლორენცოსთვის, ამ სამი ტალანტისთვის, თავის წარმოსაჩენად კარგი საშუალება იქნებოდა, რომლებსაც უქმობა უწევთ.
ჯერ მუნდიალზე დიდი მატჩები არ გვინახავს. თვით საფრანგეთი რაბიოს გოლამდე ვერ გამოიყურებოდა სათანადოდ, ხოლო შემდეგ აჩვენა, რაც შეუძლია.