"ხვიჩას შესაძლებლობებმა ხალხი გააგიჟა და "მარადონაზე" დააბრუნა" - La Gazzetta "კვარაზე"

AutoSharing Option
ხვიჩამ ტრავმა ნელ-ნელა მოიშუშა და დასაბრუნებლად მზადაა, ყველაზე პოპულარული იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი კი ქართველ ვარსკვლავს სხვადასხვა შესაქები სიტყვით ახასიათებს:

"ჩვენ მის თანაგუნდელებზე ნაკლებს ვსაუბრობთ, რადგან ხვიჩას წარმოსახვამ და შესანიშნავმა თამაშმა ნეაპოლელი გულშემატკივრები "მარადონას" სახელობის მოედანზე დააბრუნა, ხალხი გაოცებული და დამუხტულია მისი გენიოსობით. მოგეხსენებათ, კვარაცხელიამ ბოლო რამდენიმე შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა "პარტენოპეიმ" მაინც მოიგო, მაგრამ უნდა ითქვას, გუნდს "კვარას" გარეშე გაუჭირდა".

"ნაპოლი" სეზონის მეორე ნაწილისთვის მოსამზადებელ პერიოდს თურქეთში გაივლის, სადაც 3 ამხანაგურ შეხვედრას "კრისტალ პალასთან", "კარაგიუმრუკთან" და
"ანტალიასპორთან" გამართავს, სერია A-ს მორიგ შეხვედრას კი 4 იანვარს, "ინტერთან" ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ხვიჩას იმაზე მეტი შესაძლებლობები აქვს ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და ის ამას უფრო და უფრო მეორე წრეში გამოავლენს, მთავარია ტრამვა არასოდეს ამ ბიჭს დანარჩენს კი ხვიჩა "მიხედავს". აგერ გაგანია მსოფლიო ჩემპიონატია და ხვიჩასნაირ ესთეტიურ მოქმედებებს კი არა შემტევები მიახლოებულსაც ვერ ასრულებენ ყოველგვარი პათეტიკის გარეშე. ფეხბურთი რატომაც გვიყვარს ელეგანტურობა, ესთეტიკა, თანამედროვე ფეხბურთში კრიტიკულ დეფიციტს განიცდის სამწუხაროდ.
Charley
16:39 29-11-2022
3
…მუსიალაზეა მთელი მსოფლიო გაგიჟებული, კარგია ,მაგრამ ხვიჩასთან შედარებით ნული!!!
დათო
14:20 29-11-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული