"ოქროს ბურთი 2023" - ხვიჩა რეიტინგში წინ მიიწევს

AutoSharing Option
ცნობილმა გამოცემა Goal.com-მა 2023 წლის "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა სია განაახლა და ჩვენდა სასიხარულოდ, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა.

ქართველი გამორჩეულ მოთამაშეებს შორის მე-9 ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო სამეულში "პარი სენ ჟერმენის" ვარსკვლავები კილიან მბაპე, ლიონელ მესი და ნეიმარი არიან.

ეს გამოცემა "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაში არაფერს წყვეტს, თუმცა ხვიჩას ასეთი აღირება ძალიან საამაყოა.

გთავაზობთ "ოქროს ბურთის" განახლებულ ტოპ-ათეულს:

1. კილიან მბაპე (პსჟ)
2. ლიონელ მესი (პსჟ)
3. ნეიმარი (პსჟ)
4. ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი)
5. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
6. ვინისიუსი (რეალი)
7. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
8. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
9. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
10. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი).

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე 17 მატჩში თავი 8 გატანილი გოლითა და 10 შედეგიანი პასით გამოიჩინა. "პარტენოპეი" სერია A-ს 41 ქულით ლიდერობს და სერია A-ს მორიგ მატჩს 4 იანვარს "ინტერის" წინააღმდეგ გამართავს.

altგინდ დაიჯერეთ, გინდ არა. "ოქროს ბურთი 2023" - კვარაცხელია უკვე ათეულშია!

alt"ხვიჩას შესაძლებლობებმა ხალხი გააგიჟა და "მარადონაზე" დააბრუნა" - La Gazzetta "კვარაზე"

მკითხველის კომენტარები / 9 /
გურს ქგგალე,გურს ხვიჩუ!!!შენ უნდა შექმნა ეპოქა ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში! ნაკრები ევროპაზე და მსოფლიოზე უნდა გაიყვანო! წიმა ულა ირიათო!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
13:29 30-11-2022
5
გახურებული მსოფლიო ჩემპიონატია,ბევრი მაგარი თამაში ვნახეთ და იმედია კიდევ იქნება არ ნაკლები ამ დროს ხვიჩა სააქართველოში ისვენებს ფოტოებს იღებს პრემიერთან,გუბერნატორებთან,დეპუტატებთან,მერთან, მღდელმთავრებთან და თანაც თურმე წინ მიიწევს ოქროს ბურთის პრეტენტეთა რეიტინგში................მაგარია, ვერაფერს იტყვი.....
boria
12:57 30-11-2022
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული