"კარგი ტრანსფერები უნდა გავაკეთოთ და ჩემპიონთა ლიგისთვის მოვემზადოთ" - ფიფიას კომენტარი "დინამოს" ჩემპიონობის შემდგომ

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ეროვნული ლიგის ბოლო ტურში "გაგრა" 2:1 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში მეცხრამეტედ გახდა.

მატჩის შემდეგ მედიასთან მოკლე კომენტარი დედაქალაქური კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გააკეთა.

"სასიხარულოა, თქვენც გილოცავთ. თბილისის "დინამო" უკვე კაი ხანია არ ყოფილა საქართველოს ჩემპიონი.

ახლა მთავარია გავიაროთ კარგი შეკრება და გავაკეთოთ კარგი ტრანსფერები, რომ მოვემზადოთ ჩემპიონთა ლიგის თამაშებისთვის. მადლობა ყველას, ვინც "დინამოს" გულშემატკივრობდა. ჩვენ ჩემპიონები დამსახურებულად გავხდით", - თქვა ფიფიამ
მკითხველის კომენტარები / 58 /
ჯერ ხელფასები დაარიგე და დავალიანება გაისტუმრე საქმიანი იერით რომ ზიხარ.სამი თვეა ხალხს ხელფასი არ აუღიათ..ძირითად გუნდზე არ არის საუბარი..
simartle
04 დეკემბერი 2022 22:15
2
მართლა რას ამოიჩემეთ ხალხი აღარ დადისო ბათუმში???ბოლო თამაშში ეს სფფ-ა ,,დამსახურება,,იყო,ჯერ დისკვალიფიკაცია მისცეს სტადიონს მერე გადაიფიქრეს ბოლო მომენტში,ხალხმა არც იცოდა რომ დასწრება დაშვებული იყო,ასე რომ ვიცი ბევრს ძალიან უნდა აღარ იაროს ხალხმა,მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიყავით გუნდის გვერდით და ვიქნებით!!!
გიუშა
04 დეკემბერი 2022 22:13
0
ბ-ნო რომან არ გრცხვენიათ ყოველთვის ერთ და იგივეს რომ იძახით.მერამდენედ.მოიხადეთ მადლობა მოლოცვისთვის და მორჩა.ხომ იცით რომ არა ხართ გამკეთებელი.დიდი აი ცენტრალური მცველი რომ გყავდათ ფერად კანიანი,აი მაგის დარი ფეხბურთელს თუ ჩამოიყვანთ.ასე რომ,ცოტა თავმოყვარეობას გაუფრთხილდით,ბავშვი ხომ არ ხართ
კახა ქ.
04 დეკემბერი 2022 21:47
1
რამა უმადურებს რა დალევს ამ ქვეყანაზე
pepe
04 დეკემბერი 2022 21:39
8
ტრანსფერები ბელორუსიიდან, პოლონეთის მეორე ლიგიდან, ალბანეთიდან და მაკედონიიდან.
The
04 დეკემბერი 2022 19:39
1
ამ კაცმა თავისი გააკეთა, ქართულმა ბანკებმა რომ იყიდონ რა მოხდება ?!
გიორგი
04 დეკემბერი 2022 19:11
12
რა საქმე გააკეთა???
The
04 დეკემბერი 2022 19:57
0
ამ კაცის ტყუილებს და აფერისტობებს საზღვარი არ აქვს
დააT
04 დეკემბერი 2022 18:48
0
აქ წერას თამაშებზე იაროთ არ გირჩევნიათ? მერე გუნდიც სხვანაირად ითამაშებს და ფიფიაც სხვანაირად მოიქცევა, საჩემპიონო თამაშზე 60 კაცი იყო სულ. სამაგიეროდ კლავიატურით კი იცით გულშემატკივრობა. მიბაძეთ გორს, ქუთაისს, ბათუმს. რამდენი ხალხი დადის თამაშებზე. და ხაშურს კიდევ, მეხუთე ლიგის გუნდის თამაშებზე 3000 კაცი დადის.
ave
04 დეკემბერი 2022 18:41
6
ხვიჩა კვარაცხელია თბილისის დინამომ გაზარდა, მერე მოისროლა რუსთავში როგორც უპერსპექტივო და ბათუმში რომ თამაშობდა ამის სანახავად, ანუ მოწინააღდეგე გუნდის მოთამაშის სანახავად მოვიდა 10 000 გულშემატკივარი, რომელთაგან თბილისის დინამოს სანახავად არავინ არ იყო მისული და შენ იძახი რომ ხალხი ფეხბრთზე არ დადის? ხალხი არ დადის რომან ფიფიას ნაგვის ბუნკერში, თორე ფეხბურთზე დადის.
დააT
05 დეკემბერი 2022 09:46
0
ითამაშონ ფეხბურთი და ივლის ხალხის სტადიონზე.
პროფესტო
04 დეკემბერი 2022 22:12
1
ყველა გამოხმაურება
...სასიხარულოა, თქვენც გილოცავთ. თბილისის "დინამო" უკვე კაი ხანია არ ყოფილა საქართველოს ჩემპიონი...აქედან ჩანს რომ სულ კიდია გუნდი და აზრზე არაა რა ხდება)))კარგა ხანია???ერთი სეზონია მხოლოდ)))
გიუშა
04 დეკემბერი 2022 18:34
0
ზღაპრები!!! ზღაპრები!!! არღარ გვჯერა, ყოველ წელს ეგრე გვპირდები!!!
buba
04 დეკემბერი 2022 17:37
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული