წყარო აღნიშნავს, რომ ქართველი კვლავ ჯადოქრობებს აკეთებს და მისთვის ფიზიკური პრობლემები უკანაა მოტოვებული.
თემას ავრცობს areanapoli, რომელიც აღნიშნავს, რომ "კვარამ" ვარჯიშზე ნაფრენში ზღაპრული სილამაზის გოლი გაიტანა და ამის ამსახველ ფოტოსაც ავრცელებს.
მოკლედ, "პარტენოპეი" სეზონის განახლებისთვის თურქეთში სერიოზულად ემზადება. ხვალ, 7 დეკემბერს, ადგილობრივ "ანტალიასპორს" ამხანაგურად გაეჯიბრებიან, 10 რიცხვში პრემიერლიგის ბინადარ "კრისტალ პალასს" ეთამაშებიან, შემდეგ იტალიაში დაბრუნდებიან და ერთ ამხანაგურსაც "მარადონაზე" ჩაატარებენ.
"პარტენოპეი"
დავიდე ანჩელოტი: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა დიადი ფეხბურთელი გახდეს