დღეს, თბილისის დროით 21:45 საათზე, "ნაპოლი" თურქულ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. პირველი მეტოქე ადგილობრივი "ანტალიასპორი" იქნება.
ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" მიღებული ტრავმის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე აღარ გასულა, "პარტენოპეის" ქომაგებს კი ქართველი ვირტუოზის თამაშის ხილვა მოენატრათ.
სავარაუდოდ, ლუჩანო სპალეტი კვარაცხელიას თავის კიდევ ერთხელ გამოჩენის საშუალებას მისცემს.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სეზონის განახლებამდე კიდევ 2 მატჩს ჩაატარებს - "კრისტალ პალასთან" (11 დეკემბერს) და "ვილიარეალთან" (17 დეკემბერს).
რას ჰქვია სავარაუდოდ?...