ქართველმა 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ამ ყველაფერმა კი ჯამში, დამატებითი დროის ჩათვლით, 1410 წუთი შეადგინა.
ჩვენებურმა 3 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა, სეივის პროცენტი კი 71,7%-ს შეადგენს.
აქვე გეტყვით, რომ მამარდაშვილის "ვალენსია" ლა ლიგას 31 დეკემბერს "ვილიარეალთან" საგარეო მატჩით განაახლებს.