სპალეტიმ კვარაცხელიას დაბრუნებასა და თავისი გუნდის თამაშზე გააკეთა კომენტარი

AutoSharing Option
"ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი თურქულ შეკრებაზე "ანტალიასპორთან" მოგებულ ამხანაგურ მატჩში (3:2) შეგირდების გარჯით კმაყოფილი დარჩა.

სპალეტიმ განაცხადა, რომ თურქეთში მოსამზადებლად ყველა პირობა აქვთ შექმნილი, ამინდიც კარგია, მოუგეს გუნდს, რომლის თავკაცი ნური შაჰინი შესანიშნავი მწვრთნელი გახდება, ხარვეზები ჰქონდათ, ბურთმა შეტევისას სწრაფად უნდა იმოძრაოს, ბევრი სამუშაო აქვთ, განსაკუთრებით კი რასპადორიმ გაახარა, რომელიც სწრაფია,  ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში და თავდასხმაშიც და თავისი ტექნიკური შესაძლებლობები ისევ დაამტკიცა.

მან აღნიშნა, რომ მეორე ტაიმში ახალგაზრდებს მისცა თავის გამოჩენის შანსი, რადგან პერსპექტიულები არიან და მათ იმედები არ გაუცრუეს.

სპალეტიმ ხაზი გაუსვა, რომ კვარაცხელიას წელი აღარ სტკივა, პრობლემა აღარ აქვს, თავისი კლასი მცირედით დღესაც აჩვენა და მისი დაბრუნებით გახარებული არიან.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ხვიჩა დაგვიბრუნდა!დაგვიბრუნდა"ნაპოლი"!ნათქვამია-სახარე მოზვერს სასკორავში ეტყობაო.ამ ამხანაგურმა კარგად აჩვენა სახარედ ვინ იზრდება.ჩვენ,ხვიჩას გულშემატკივრებს ისღა დაგვრჩენია ამ ზამთარში თბილად მოვიკალათოთ და 4-იანვრიდან სიამოვნებას მივეცეთ.
ენძო
11:49 08-12-2022
2

სიახლეები პოპულარული