"იქნება შემდეგი ქართველი იტალიაში?" - დავითაშვილის შეძენა სერია A-ს კლუბს ურჩიეს

AutoSharing Option
"ტორინოს" გულშემატკივართა საიტმა Corriere Granata-მ ყურადღება "ბორდოში" მოასპარეზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ზურიკო დავითაშვილს მიაპყრო და მასზე წერილი გამოაქვეყნა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში დიდი გავლენა იქონია, სეზონის ერთ-ერთი საინტერესო სიურპრიზია, დავითაშვილი, რომლის გვარის წარმოთქმა ასევე რთულია, კიდევ ერთი ქართველი ტალანტია და შეიძლება იტალიაში გადავიდეს - იურიჩის გუნდში მარჯვენა გარემარბად.

დავითაშვილს ახასიათებენ როგორც სწრაფ და კარგ შემტევს, ის მოძრაობებით თავის თანამემამულეს ძალიან მოგვაგონებს: იერიშისას სივრცის შესანიშნავად მოძებნის უნარითა და დასარტყმელი პოზიციის შერჩევის ალღოთი და ტურინულ გუნდს სწორედ ასეთი ფეხბურთელი
სჭირდება - მკვეთრად გამოხატული დინამიკისა და სიტუაციის შემცვლელი.

ზურიკოს ფასი Transfermarkt-ის მიხედვით დაახლოებით 2 მილიონი ევროა, რაც ტურინული კლუბის ფინანსური შესაძლებლობებით ადვილად განხორციელებადია.

"უდავოა, ეს ბიჭი ავლენს თვისებებს, რომლებიც სათანადოდ დახვეწის შემთხვევაში, ჩინებულ მოთამაშედ აქცევს, ამას გარდა, ასაკი და პროგრესის სურვილი მის სასარგებლოდ მეტყველებს და იურიჩის ხელში შესაძლო გაწვრთნისას, მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს კარიერაში.

იქნება კი ის შემდეგი ქართველი იტალიაში - "ტორინოს" რიგებში?", - წერს საიტი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ზურიკოს. ერთადერთი რაც აკლია საკუთარ თავში დარწმუნება რომ შეუძლია და მოიშოროს ეს დაძაბულობა და შებოჭილი თამაშობს ლაღად ისევე როგორც კვარა ავტორიტეტებს პატივს სცემს მოედნის მოღმა მოედანზე ყველა თანასწორი მიდი ზურო მიაწექი ოღონდ უნდა ირბინო თავქუდმოგლეჯილი სისწრაფეებზე მოტყუება და უბურთოდ თამაში სივრცეების გადაკეტვა ათვისება მოკლედ განთავისუფლდი კომპლექსებისგან და ლაღად ითამაშე
კახა
02:23 12-12-2022
3
ზური ტოპ ბიჭია
უვიცი
02:50 12-12-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული