"ნაპოლიში" კვარაცხელიას მიმყვანი ჯუნტოლი შესაძლოა, ერთ-ერთი გრანდის სპორტულ დირექტორად დაინიშნოს

AutoSharing Option
Calciomercato-ს ცნობით, შესაძლოა, ზაფხულიდან "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ კლუბი შეიცვალოს და ამავე პოზიციაზე "იუვენტუსში" დასაქმდეს.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ტურინული გუნდის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი ანდრე ანიელი გადადგა, მასთან ერთად კი ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი, გენერალური მენეჯერი მაურიციო არივაბენე და საბჭოს კიდევ 7 წევრი დაემშვიდობნენ თავიანთ პოზიციებს.

"ვეკია სენიორას" ახალი პრეზიდენტი ჯანლუკა ფერერო ეძებს სპორტულ დირექტორს, რომელიც გუნდში გარდამტეხ ცვლილებებს მოახდენს.

ერთ-ერთ ასეთად კი მას კრისტიანო ჯუნტოლი ესახება, რომელმაც 2015 წლიდან მოყოლებული "ნაპოლიში" კარგი მუშაობით გაითქვა სახელი.

ჯუნტოლი "პარტენოპეიში" ახერხებს, საკმაოდ
დაბალი ბიუჯეტით მნიშვნელოვანი და მომგებიანი ტრანსფერები განახორციელოს, "იუვენტუსში" კი მას უფრო დიდი ფინანსები ექნება და შესაძლოა, ზაფხულიდან მან სამუშაო პოზიცია შეიცვალოს.

შეგახსენებთ, რომ კრისტიანო სწორედ ის ადამიანია, რომელმაც "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელია გადაიყვანა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
უბრალოდ გასაკვირი კიარა, უკვე გასაოცარი იცით რა არის? კაცი ოქროს ბურთის მოპოვების პრეტენდენტთა შორის მეცხრე ადგილზეა და სულ რაღაც 2,4 მილიონ ევროს უნიშნავენ გასამრჯელოდ წელიწადში ახალი სეზონიდან! კიბატონო არ არის ბრაზილიელი ან/და არგენტინელი, მაგრამ ხომ დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები?! ასე იაფი გასამრჯელოს სანაცვლოდ თუ უნდა ნაპოლის ხვიჩას შენარჩუნება ძალიან შემცდარა გათვლებში. ცნობისთვის, არიან კლუბები, რომლებიც კატარი 2022-ის გამორჩეულ მონაწილეებს კვირაში ხელფასის სახით 500 ათასზე ნაკლებს არ სთავაზობენ!
ლაშა
11:14 13-12-2022
2
... და ხვიჩაც ტურინისკენ მიმავალ გზას გაუდგება?...
ვნახოთ, საინტერესო მოვლენების განვითარება გველის!
ლაშა
10:51 13-12-2022
2

სიახლეები პოპულარული