მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ტურინული გუნდის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი ანდრე ანიელი გადადგა, მასთან ერთად კი ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი, გენერალური მენეჯერი მაურიციო არივაბენე და საბჭოს კიდევ 7 წევრი დაემშვიდობნენ თავიანთ პოზიციებს.
"ვეკია სენიორას" ახალი პრეზიდენტი ჯანლუკა ფერერო ეძებს სპორტულ დირექტორს, რომელიც გუნდში გარდამტეხ ცვლილებებს მოახდენს.
ერთ-ერთ ასეთად კი მას კრისტიანო ჯუნტოლი ესახება, რომელმაც 2015 წლიდან მოყოლებული "ნაპოლიში" კარგი მუშაობით გაითქვა სახელი.
ჯუნტოლი "პარტენოპეიში" ახერხებს, საკმაოდ
შეგახსენებთ, რომ კრისტიანო სწორედ ის ადამიანია, რომელმაც "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელია გადაიყვანა.
ვნახოთ, საინტერესო მოვლენების განვითარება გველის!