"ნეაპოლში ყველაზე სათაყვანო ფეხბურთელია" - კავაზაშვილმა კვარაცხელიას კარგი თამაშის მიზეზი ახსნა

AutoSharing Option
საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა მეკარე ანზორ კავაზაშვილმა "ნაპოლის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესი შეაფასა და იტალიაში მისი პროფესიული ზრდის მიზეზი დაასახელა.

"შეხედეთ კვარაცხელიას. ის მშვენიერ იტალიურ კლუბში თამაშობს. და მერე როგორ თამაშობს? შესანიშნავად! რატომ? იმიტომ, რომ დიდებული პარტნიორები ჰყავს. ისინი ტექნიკურად და ტაქტიკურად ეხმარებიან, მის ჩინებულ ტექნიკურ უნარებს იყენებენ, რომელიც მოედანზე ვითარებას ხედავს.

მას თავისი ოსტატობის დამტკიცების საშუალებას აძლევენ. პირველივე მატჩიდან რატომ გახდა პუბლიკის საყვარელი მოთამაშე? მარადონას სახელობის სტადიონზე დღეს ყველაზე სათაყვანო ფეხბურთელია. როდესაც ხვიჩა რუსეთში თამაშობდა, მხოლოდ დარბოდა. მხოლოდ დროგამოშვებით
ჩანდა ხოლმე, როგორც საკმაოდ კარგი ფეხბურთელი, მაგრამ მაღალი დონისად არავინ არ მოიხსენიებდა, ხოლო იტალიაში მაღალი კლასისა გახდა", - ციტირებს კავაზაშვილს Metaratings.ru.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ეს მგონი ცოტა აზრზე მოდის DD მაგრამ მაიმც ატ...ბს P ანუ რუსეთში "ვერ თამაშობდა" და დიდი არაფერი არ იყო ? აბა მაგ რუსეთში ზედიზედ ორჯერ როგორ დაასახელეს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ? და ნაპოლიმ რატომ წაიყვანა ? PP
zura222
07:25 16-12-2022
3
ამ ანზორამ რომ თავი დაგვანებოს და თავის მშობლიურ უსტკრასნაჟოპინსკზე ან მუხასრანსკზე ილაპარაკოს არ ურჩევნია? ოეეეე, შეგვეშვი რაა, გაყევი რუსულ გემს და ის ქართველების გაიყოლე ვინც გეთანხმება შენს რუსებთან ვაზელინობაში...
ვენეციის კომისია
13:13 16-12-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული