ჯუნტოლიმ "ნიუკასლის" კვარაცხელიას ტრანსფერზე თანხის შეთავაზებაზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნიუკასლი" მზადაა "ნაპოლის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია 50 მილიონ ფუნტად შეიძინოს. ამაზე "სპორტ-ექსპრესთან" კომენტარი ნეაპოლური კლუბის სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ გააკეთა:

"ხვიჩათი "ნიუკასლის" დაინტერესება? მიუხედავად შემოთავაზებული თანხისა, შანსიც კი არ არსებობს, რომ ჩვენ მას გავუშვებთ".

21 წლის კვარაცხელიამ "ნაპოლიში" ყველა ტურნირზე 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
წარმოიდგინეთ ყველაფრიდან დასანქცირებული ქვეყნის спорт ехпрес და chempionat ru მაინც ერთი თავით მაღლა რომ დგას ქართულ სპორტ რედაქციებზე ოპერატიულობაში და ზოგად დონეს შორის რას ფიქრობთ ნეტავ ამასაც ყხომ ბევრი ფინანსები არ ჭირდება უბრალოდ პროფეზიონალიზმია საჭირო. ხვიჩას გარშემო უფრო მეტ ინფორმაციას იგივე კონტაქტების მხრივ რუსები უფრო ახლოს არიან იტალიელ საფეხბურთო ფუნქციონერებთან და კვარას შესახებ უფრო მეტ ინფორმაციაზე გადიან ვიდრე ქართველები აგერ ამ სტატიამაც დაადასტურა ქართველი ჟურნალისტები კი ლუზერებად რომ ჩანან ძალიან სამწუხაროა. ჯერ ხვიჩა აგერ მთელი ერთი თვე იყო ჩამოსული და ქართველმა ჟურნალისტებმა ერთი 10 წუთიანი ინტერვიუს მოპოვება საკუთარ ქვეყანაში ვერ მოახერხეს მასთან ეს საწყენი არარის განვითარება ყველა სფეროს და ყველა ადამიანს ჭირდება.
Dyalo
22:55 17-12-2022
4
გვარდიოლი 100 მილიონ და ხვიჩა 50? კაით რა სირცხვილია.
ეეე
21:48 17-12-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული