გუშინ "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ განაცხადა, რომ "ნიუკასლს" ხვიჩა კვარაცხელიას 50 მილიონ ფუნტად შეძენის შანსი არ აქვს, მაგრამ ინგლისური პრესა მაინც აქტიურად წერს შესაძლო ტრანსფერზე. "კაჭკაჭების" გარდა, ქართველით "ლივერპული", "ევერტონი", "მანჩესტერი" და "ჩელსი" არიან დაინტერესებული.
TheHardTackle აღნიშნავს, რომ კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე კარგი და სანახაობრივი თამაშით მიიპყრო პრემიერლიგის წამყვანი კლუბების ყურადღება. მისი მომაკვდინებელი შეტევები საკუთარ თავზე ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდმა გამოსცადა და მოჰამედ სალაჰის ხანგრძლივვადიან შემცვლელად "ლივერპული" განიხილავს, მაგრამ "მანჩესტერის" სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდათ, სადაც რონალდოს წასვლის შემდეგ ვაკანტური ადგილის შევსება სჭირდებათ,
ხოლო "ჩელსი" "მილანიდან" ლეაოს გადაბირებას ცდილობს და თუ ეს ვერ შეძლეს, იდეალური ალტერნატივა ხვიჩა გახდება.
გამოცემა ვარაუდობს, რომ სკუდეტოს მოგების შემთხვევაში ნეაპოლური კლუბი ინვესტიციებს გაზრდის, კვარაცხელიას ერთი წელი არ გაასხვისებენ და იმ დროისთვის მისი სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონი ფუნტი (დაახლოებით 115 მილიონი ევრო) და შეიძლება მეტიც გახდეს, მით უმეტეს, როდესაც მოლაპარაკებებში კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ჩაერთვება.
90min-იც აღნიშნულ საკითხზე მსჯელობს, იმავე სიახლეებს ამცნობს მკითხველს და დასკვნაც გამოაქვს: "მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლიმ" ფასი არ გაამხილა, ითვლება, რომ 100 მილიონ ფუნტზე მეტის მიღების იმედი აქვთ".
იმასაც გეტყვით, რომ "ვილიარეალთან" ნამატჩევს (2:3) "კვარას" შესახებ კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა და თქვა, რომ თავიდან თამაში მთლად კარგად ვერ დაიწყო, თანდათან მოუმატა, რაც შეიძლება მალე უნდა დაიბრუნონ საუკეთესო ფორმაში მყოფი, რადგან მოედანზე განსხვავებას ქმნის, ამიტომ არ შეცვალა, მეორე ტაიმში უკეთესად ითამაშა და ვინაიდან გუნდის ლიდერია, თავის უფრო მეტად წარმოჩენა მოეთხოვება.