"ნაპოლი"-"ლილი" 1:4 - სპალეტის გუნდმა სერია A-ს განახლების წინ ისევ წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
„ნაპოლი“ სერია A-ს განახლებამდე ბოლო ამხანაგურ მატჩში, საკუთარ მოედანზე „ლილთან“ 1:4 დამარცხდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ 84-ე წუთამდე ითამაშა, აქტიური იყო, თამაში რამდენჯერმე გაამწვავა, მაგრამ ამჯერად შედეგიანი მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა. ცხადია, ტრავმის შემდეგ ჯერ ფორმაში ვერ ჩადგა. მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლის" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, ასე უღიმღამოდ თამაში გუნდისგან მოულოდნელი იყო.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ფრანგული გუნდი დიაკიტემ დააწინაურა. კვარაცხელიამ ტაიმის დასასრულს ორი მომენტი ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმი „ნაპოლიმ“ აქტიურად დაიწყო, ხვიჩამ დრიბლინგი წამოიწყო, საჯარიმოს წინ წააქციეს, თავად დაარტყა,
მაგრამ მიზანს ვერ უწია. „ლილმა“ კი კონტრშეტევებზე შანსები გამოიყენა და მერეტს კიდევ სამი გოლი გაუტანა, რის შემდეგაც ქართველი მწვრთნელმა სპალეტიმ შეცვალა. შეცვლაზე შესულმა რასპადორიმ კომპენსირებულ დროში პრესტიჟის გოლი გაიტანა და ნეაპოლელებმა სახლში ზედიზედ მეორე მარცხი იწვნიეს.

შემდეგ შეხვედრას ნეაპოლური გუნდი უკვე ჩემპიონატზე ჩაატარებს - 4 იანვარს მილანში „ინტერს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ლილი 1:4
გოლები: 0:1 დიაკიტე (18), 0:2 დავიდი (63), 0:3 ოუნასი (78), 0:4 ბამბა (82), 1:4 რასპადორი (90+3)

ნაპოლი: მერეტი, დი ლორენცო (ძანოლი 83), ოსტიგარდი, ჟეზუსი (ბარბა 83), მარიო რუი, ნდომბელე, ლობოტკა (გაეტანო 69), ელმასი (რასპადორი 71), პოლიტანო (ძერბინი 69), კვარაცხელია (ზედადკა 84), ოსიმენი (სიმეონე 69)

მკითხველის კომენტარები / 41 /
რუის რა უნდა საერთოდ გუნდში ??????????
???????????????
22 დეკემბერი 2022 10:16
3
სიმართლე ითქვას ამ ამხანაგურებში წაგება და ხარვეზების დანახვა ჯობდა მერე განახლებულ ჩემპიონატის სტარტზე მარცხებს.. დაცვამ ძალიან აურია, შუა ხაზი დაკარგული იყო და შესაბამისად ვერც შეტევაში გამოსდიოდათ რამე.. ნუ ხვიჩასაც სიზუსტე და სითამამე აკლია.. იმედია ინტერთან 4-ში სულ სხვა ნაპოლის ვნახავთ
papai
22 დეკემბერი 2022 10:10
1
ეხლა ახალი წელიო, მერე ძველიო, ხვიჩა საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფუტბალისტებს მაგონებს.. წონა აუკრეფია თან..კიჭაც ეგრე იყო ფენომენიიი
წაიკითხე ხმამაღლა
22 დეკემბერი 2022 10:04
17
კი ეგრეა,მოსუქებული დადიოდა..მაგრამ მაინც გადაწყვეტილია ოქროს ბურთს აძლევენ
22 დეკემბერი 2022 16:01
0
ამ შემადგენლობითაც მშვენივრად თამაშობდა ადრე ნაპოლი, აშკარად მაგრად აკლია ზიელინსკი და კიმი, მაგრამ ასე მაინც არ უნდა ითამაშონ
სააკაძე
22 დეკემბერი 2022 09:38
0
არაა გამორიცხული რომ ყუმარობდეს ნაპოლი. ნახავთ 4 ში რა გუნდი გამოვიდეს.
ამხანაგური თამაშები არაფერს არ წყვეტს
ვანჩოპე
22 დეკემბერი 2022 08:55
3
საშინელებაა ფანატიზმი.აქ ერთი ასეთი დამთხვეული წერს ჩაგვიმწარდა ახალი წელი 4 იანვრის მოლოდინშიო.რა უბედურებაა? ახალი წელი მოდის,ლამაზი დღესასწაული,რომელიც ყველა ნორმალურ ადამიანს უხარია და უყვარს.ეს სექტა კი ხვიჩა-ხვიჩას ბღავის და ინტერთან ხვიჩა იფრენსო.ვერაფერსაც ვერ იფრენს,წააგებენ. სრულიად საქართველოს და თქვენს საიტს ვულოცავ ახალ წელს.
zaza
22 დეკემბერი 2022 08:31
29
ახალწლებზე თამაშები ყოველთვის იყო და მაგ დღეებში თამაშების ყურება მირჩევნია, ვიდრე ზოგიერთებივით საცივიდან თავის ვერ ამოყოფა. თქვენ რომ გგონიათ ახალი წელი, კუჭის ამოყორვის დღესასწაული, ეგრე არაა ყველასთვის. ვიღაცეებს თამაშები გვიყვარს და ველოდებით.
თქვენ შეგიძლიათ განაგრძნოთ ღრეობა და ხვიჩას ვინ ვუგულშემატკივრებთ ეგ რატომ გაწუხებთ ასე? თავად არ უგულშემატმივროთ და ეგაა.
სექტას მნიშვნელობა არ იცით ალბათ, სექტა გაუნათლებელ, რაღაცაზე ჩაციკლულ ადამიანებს ნიშნავს, თუნდაც ახალ წელზე, ან რომელიმე ბელადზე.
ფეხბურთის თამაშის სიყვარული, ხელოვნების სიყვარული და ვინმეს გულშემატკივრობა არ შეიძლება სექტა იყოს.
გადაიკითხეთ რა დაწერეთ და შეგრცხვებათ.
!!
22 დეკემბერი 2022 13:12
0
და რა გინდა რომ ქნა ჯერ როცა ხელსაყრელ მდგომარეობაშია ბევრჯერ ეგ ნაბოზარი რუი და ლობიტკა პასს არ აძლევენ მერეა და მერეტის ბრალია სამი ბურთი და დაცვამ არ იყო მოგებაზე ორიენტირებული გუნდი აშჯარად დადიოდნენ
გიორგი
22 დეკემბერი 2022 07:44
4
ზოგს ძაან მოკლე მახსოვრობა აქ ასე იყო ზაფხულშიც ნაპოლი ამხანაგურებში საოცარ სუსტ ფეხბურთს აჩვენებდა მაშინაც გამოდიაოდა ხალხი ცინიკური კონნეტრებით სოფლის გუნდია 4ულშიც ვერ მოხვდება.მარა დაიხია სერია A თავზე და ზედ ლიგაც მიაყოლა.სპალეტი ექსპერიმენტობს აცადეთ კაცს .თან ცოტა ძირს დაეშვებიან ფეხბურთელები ეიფორიაში რომ არ ჩავარდნენ.
მოსეხონელი
22 დეკემბერი 2022 07:14
0
ნეტა სპალეტი კითხულობდეს აქაურ კომენტარებს
შარი
22 დეკემბერი 2022 06:51
1
არ შეგვჭამეს ამ კრიალათი! დაცვა საერთოდ 0-ია.
დავით 67
22 დეკემბერი 2022 03:36
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული