"ნაპოლი"-"ლილი" 1:4 - სპალეტის გუნდმა სერია A-ს განახლების წინ ისევ წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
„ნაპოლი“ სერია A-ს განახლებამდე ბოლო ამხანაგურ მატჩში, საკუთარ მოედანზე „ლილთან“ 1:4 დამარცხდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ 84-ე წუთამდე ითამაშა, აქტიური იყო, თამაში რამდენჯერმე გაამწვავა, მაგრამ ამჯერად შედეგიანი მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა. ცხადია, ტრავმის შემდეგ ჯერ ფორმაში ვერ ჩადგა. მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლის" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, ასე უღიმღამოდ თამაში გუნდისგან მოულოდნელი იყო.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ფრანგული გუნდი დიაკიტემ დააწინაურა. კვარაცხელიამ ტაიმის დასასრულს ორი მომენტი ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმი „ნაპოლიმ“ აქტიურად დაიწყო, ხვიჩამ დრიბლინგი წამოიწყო, საჯარიმოს წინ წააქციეს, თავად დაარტყა,
მაგრამ მიზანს ვერ უწია. „ლილმა“ კი კონტრშეტევებზე შანსები გამოიყენა და მერეტს კიდევ სამი გოლი გაუტანა, რის შემდეგაც ქართველი მწვრთნელმა სპალეტიმ შეცვალა. შეცვლაზე შესულმა რასპადორიმ კომპენსირებულ დროში პრესტიჟის გოლი გაიტანა და ნეაპოლელებმა სახლში ზედიზედ მეორე მარცხი იწვნიეს.

შემდეგ შეხვედრას ნეაპოლური გუნდი უკვე ჩემპიონატზე ჩაატარებს - 4 იანვარს მილანში „ინტერს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ლილი 1:4
გოლები: 0:1 დიაკიტე (18), 0:2 დავიდი (63), 0:3 ოუნასი (78), 0:4 ბამბა (82), 1:4 რასპადორი (90+3)

ნაპოლი: მერეტი, დი ლორენცო (ძანოლი 83), ოსტიგარდი, ჟეზუსი (ბარბა 83), მარიო რუი, ნდომბელე, ლობოტკა (გაეტანო 69), ელმასი (რასპადორი 71), პოლიტანო (ძერბინი 69), კვარაცხელია (ზედადკა 84), ოსიმენი (სიმეონე 69)

მკითხველის კომენტარები / 41 /
არ შეგვჭამეს ამ კრიალათი! დაცვა საერთოდ 0-ია.
დავით 67
22 დეკემბერი 2022 03:36
1
როგორც ამბობდა პიპინია ერისთავი: "-გახსოვდეს, ქალი მეომრის პირველი მტერია! განსაკუთრებით ევროპის ტერიტორიაზე."
ეს შეგონება დაივიწყა ხვიჩამ და შედეგი სახეზეა! გამოწურულ ლიმონს გავს, შენელებული კადრია.
Ზაზა 15
22 დეკემბერი 2022 02:34
16
ესენი თურქეთში საგრიალოდ იყვნენ თუ სავარჯიშოდ. არც იქ უვარგოდათ თამაშები და აქ ხომ ყარაბახის გუნდად იქცნენ. ხვიჩას კიდევ არც ისეთი ტრავმა ჰქონდა ესე რომ დაეკარგა სისწრაფეც და სიზუსტეც, ოთხ რიცხვამდე რა გაძლებს, მგონი არც უნდა დაისვენონ თავად ისეთ ხარისხს აჩვენებენ. ერთი რასპადრია ვინც თამაშობს და დანარენები უჯიგროდ სეირნობენ, ჩაგვიმწარდა ახალი წელი ოთხი იანვრის მოლოდინში სამწუხაროდ
???????????????
22 დეკემბერი 2022 02:10
8
ბავშვობაში ფეხბურთი არ გითამაშიათ? 3 თვეა არ ურბენია ფაქტიურად და 1 კვირაა რაც ვარჯიშობს, დარჩენილი დღეები ისევ სახლში კიარ წამოწვებიან, საკმაო ვარჯიშები ექნებათ თამაშამდე და ჩადგება ფორმაში... ისევ ფრენას რო დაიწყებს, შემდეგ წელს პირველად შეგრცხვებათ თქვები პესიმიზმი... რა პანიკებია, რუბინში რო ქონდა, არშემდგარი ტრანსფერის ამბების მერე პატარა ჩავარდნა, მაშინაც რაღაცა პესიმისტური პანიკა იყო... შევთანხმდეთ აქვე რო ბიჭი ნიჭიერია და უბრალოდ ვარჯიში და თამაშები ჭირდება... შეიძლება ხვალ რო ინტერთან ათამაშო მნიშვნელოვანი თამაში, იქ იფრინოს უკვე... მიზანსაც გაისწორებს და გოლებსაც გაიტანს
რა მაფიაა?
22 დეკემბერი 2022 03:20
0
ეხლა ახალი წელიო, მერე ძველიო, ხვიჩა საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფუტბალისტებს მაგონებს.. წონა აუკრეფია თან..კიჭაც ეგრე იყო ფენომენიიი
წაიკითხე ხმამაღლა
22 დეკემბერი 2022 10:04
17
კი ეგრეა,მოსუქებული დადიოდა..მაგრამ მაინც გადაწყვეტილია ოქროს ბურთს აძლევენ
22 დეკემბერი 2022 16:01
0
აუ რეებს წერს ხალხი. თურმე როგორ ელოდნენ ხვიჩას წაგებას.
შენ რა გითხარი ხვიჩა, ამდენი ხანი რომ ალოდინე ესენი და თვეობით წაუგებელი სერია რომ დადე ნაპოლიში :)))
გამოჩდნენ ხავსმოდებულები, ამხანაგურის წაგებაზე არ მორთეს ღრეობაა! :დ
!!
22 დეკემბერი 2022 13:15
3
რუის რა უნდა საერთოდ გუნდში ??????????
???????????????
22 დეკემბერი 2022 10:16
3
საშინელებაა ფანატიზმი.აქ ერთი ასეთი დამთხვეული წერს ჩაგვიმწარდა ახალი წელი 4 იანვრის მოლოდინშიო.რა უბედურებაა? ახალი წელი მოდის,ლამაზი დღესასწაული,რომელიც ყველა ნორმალურ ადამიანს უხარია და უყვარს.ეს სექტა კი ხვიჩა-ხვიჩას ბღავის და ინტერთან ხვიჩა იფრენსო.ვერაფერსაც ვერ იფრენს,წააგებენ. სრულიად საქართველოს და თქვენს საიტს ვულოცავ ახალ წელს.
zaza
22 დეკემბერი 2022 08:31
29
ახალწლებზე თამაშები ყოველთვის იყო და მაგ დღეებში თამაშების ყურება მირჩევნია, ვიდრე ზოგიერთებივით საცივიდან თავის ვერ ამოყოფა. თქვენ რომ გგონიათ ახალი წელი, კუჭის ამოყორვის დღესასწაული, ეგრე არაა ყველასთვის. ვიღაცეებს თამაშები გვიყვარს და ველოდებით.
თქვენ შეგიძლიათ განაგრძნოთ ღრეობა და ხვიჩას ვინ ვუგულშემატკივრებთ ეგ რატომ გაწუხებთ ასე? თავად არ უგულშემატმივროთ და ეგაა.
სექტას მნიშვნელობა არ იცით ალბათ, სექტა გაუნათლებელ, რაღაცაზე ჩაციკლულ ადამიანებს ნიშნავს, თუნდაც ახალ წელზე, ან რომელიმე ბელადზე.
ფეხბურთის თამაშის სიყვარული, ხელოვნების სიყვარული და ვინმეს გულშემატკივრობა არ შეიძლება სექტა იყოს.
გადაიკითხეთ რა დაწერეთ და შეგრცხვებათ.
!!
22 დეკემბერი 2022 13:12
0
ნეტა სპალეტი კითხულობდეს აქაურ კომენტარებს
შარი
22 დეკემბერი 2022 06:51
1
კი, ხვიჩა არ არის ფორმაში, ცოტა წონაც მომატებული აქვს, მაგრამ გუშინდელ თამაშში უფრო ის ჩანდა, რომ ის თავის დაზოგვით თამაშობდა და ტრამვის მიღებასაც ერიდებოდა, თუმცა მაინც ბურთს მიიღებდა თუ არა უმეტესად თამაში მწვავდებოდა.
4 იანვარიც მალე მოვა...
თემური
22 დეკემბერი 2022 18:43
1
ღმერთი არ ახდეს რასაც ვფიქრობ და ჩემი თავი ჯანდაბას .
zurabi
22 დეკემბერი 2022 13:16
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული