"ნაპოლი"-"ლილი" 1:4 - სპალეტის გუნდმა სერია A-ს განახლების წინ ისევ წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
„ნაპოლი“ სერია A-ს განახლებამდე ბოლო ამხანაგურ მატჩში, საკუთარ მოედანზე „ლილთან“ 1:4 დამარცხდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ 84-ე წუთამდე ითამაშა, აქტიური იყო, თამაში რამდენჯერმე გაამწვავა, მაგრამ ამჯერად შედეგიანი მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა. ცხადია, ტრავმის შემდეგ ჯერ ფორმაში ვერ ჩადგა. მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლის" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, ასე უღიმღამოდ თამაში გუნდისგან მოულოდნელი იყო.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ფრანგული გუნდი დიაკიტემ დააწინაურა. კვარაცხელიამ ტაიმის დასასრულს ორი მომენტი ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმი „ნაპოლიმ“ აქტიურად დაიწყო, ხვიჩამ დრიბლინგი წამოიწყო, საჯარიმოს წინ წააქციეს, თავად დაარტყა,
მაგრამ მიზანს ვერ უწია. „ლილმა“ კი კონტრშეტევებზე შანსები გამოიყენა და მერეტს კიდევ სამი გოლი გაუტანა, რის შემდეგაც ქართველი მწვრთნელმა სპალეტიმ შეცვალა. შეცვლაზე შესულმა რასპადორიმ კომპენსირებულ დროში პრესტიჟის გოლი გაიტანა და ნეაპოლელებმა სახლში ზედიზედ მეორე მარცხი იწვნიეს.

შემდეგ შეხვედრას ნეაპოლური გუნდი უკვე ჩემპიონატზე ჩაატარებს - 4 იანვარს მილანში „ინტერს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ლილი 1:4
გოლები: 0:1 დიაკიტე (18), 0:2 დავიდი (63), 0:3 ოუნასი (78), 0:4 ბამბა (82), 1:4 რასპადორი (90+3)

ნაპოლი: მერეტი, დი ლორენცო (ძანოლი 83), ოსტიგარდი, ჟეზუსი (ბარბა 83), მარიო რუი, ნდომბელე, ლობოტკა (გაეტანო 69), ელმასი (რასპადორი 71), პოლიტანო (ძერბინი 69), კვარაცხელია (ზედადკა 84), ოსიმენი (სიმეონე 69)

მკითხველის კომენტარები / 41 /
მეგობრებო დამშვიდდით!!! 4 იანვარს ვიხილავთ ისევ იმ ნაპოლის ჩვენი ვარსკვლავის თამადობით!!! დაე 2023 ყოფილიყოს ხვიჩას გაბრწყინების წელი!!! უფალი ფარავდეს!!! წინსვლა და წარმატებები!!! გისურვებთ ბედნიერ დამდეგ შობა-ახალ წელს ყველას!!! შეხვედრამდე…
გულშემატკივარი
01:48 22-12-2022
0
ტიპებმა იმხელა წაუგებელი სერია დადეს, ნებისმიერი გრანდი ინატრებდა. იქნებ ვაპატიოთ ორი ამხანაგურის წაგება. ნუ ჩამოვიხოკავთ სახეებს
ცუდი ანგარიშია და 2022 ში დარჩენილიყოს ეგ წაგება.
ისე ნაპოლიმ რაც ქნა ამ სეზონში არცერთ იტალიურ გუნდს არ ღირსებია. წაგება საერთოდ არ აქვს სერია ა ში. ერთადერთი წაგება აქვს და ისიც ლივერპულთან, როცა პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა და ჩემპ.ლიგის ჯგუფში ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.
ველოდებით 2023 წელს
Thomas
01:07 22-12-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული