"მისგან სწორედ ამას ვითხოვ" - "ბორდოს" თავკაცი დავითაშვილზე საუბრობს

AutoSharing Option
ფრანგული "ბორდო" სეზონის განახლებისთვის ემზადება. დავიდ გიონის გუნდი ლიგა 2-ის მე-16 ტურში ტურნირის ლიდერს "ლე ავრს" დაუპირისპირდება.

"ჟირონდელებმა" უქმეების დროს 3 ამხანაგური მატჩი გამართეს, "ბრენტფორდთან" (2:1) და "ბოავიშტასთან" (2:0). თავი გატანილი გოლებით საქართველოს ნაკრების გარემარბმა ზურიკო დავითაშვილმა გამოიჩინა.

ჩვენებურის შესახებ "ბორდოს" თავკაცმა ჟურნალისტებთან ისაუბრა:

"ზურიკო სამივე მატჩში ეფექტური იყო, მისგან სწორედ ამას ვითხოვ. დამაგვირგვინებელ ფაზაში სწორად თამაში შეუძლია. მინდა, ხასიათი გამოავლინოს. ამ დროისთვის მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი გატანილი გოლია, რაც საკმარისი არ არის. დავითაშვილმა უფრო მეტი გოლი უნდა გაიტანოს, უამრავ
შანსს ქმნის, ამის უნარი გააჩნია.

ზოგადად, ბევრი ტექნიკური ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა თავად შეუძლიათ. ვფიქრობ, ზურიკო ერთ-ერთი მათგანია. ის არის ტექნიკური მოთამაშე, რომელსაც უნდა დავეყრდნოთ", - განაცხადა გიონმა.

შეგახსენებთ, ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე ლიგა 2-ში 7 მატჩია. 21 წლის ფეხბურთელმა თავი 1 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა. "ბორდო" 15 ტურის შემდეგ 28 ქულით ჩემპიონატში მე-2 ადგილზე იმყოფება და ლიდერ "ლე ავრს" 4 ქულით ჩამორჩება.

alt"ყველაფერს გავაკეთებ, რათა "ბორდო" ლიგა 1-ში დაბრუნდეს" - ზურიკო დავითაშვილის ინტერვიუ ფრანგულ კლუბთან

მკითხველის კომენტარები / 6 /
ზურიკო,აშკარად ბევრი შეგიძლია.მაღალი მწვერვალებისკენ მეტი მიზანსწრაფულობითა და სისწრაფით გევლოს.გვეიმედებით და,აბა შენ იცი, იმედები გაგვიმართლე!
მერაბი
18:28 23-12-2022
1
წარმატებები ზურა...მიდი არ დაიზარო შრომა რაცმთავარია,ნიჭი კი გაქვს
L.J.
18:01 23-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული