"კორიერე დელო სპორტმა" ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატია გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ნაახალწლევს კონდიციები უნდა დაიბრუნოს.
"ნაპოლის" გეგმა - კვარაცხელია "ინტერთან" მატჩში მწვერვალზე უნდა იყოს
ქართველი ბევრს მუშაობს: მას ამისათვის 12 დღე აქვს
"იდეა იმაში მდგომარეობს, რომ "აძური" ისევ გაშლის ფრთებს. დავიწყოთ "კვარათი": მისი გენიალურობა ძალიან აკლია გუნდს, შთაგონება შერწყმული აზროვნების სისწრაფესა და შესრულებასთან, რაც შეიძლება მხოლოდ კარგ ფორმაში მოახდინოს. თავისი ტალანტითა და ფეთქებადი ძალით, ხანდახან ექსტრაორდინალური, ხანდახან კი გამაოგნებელი ქართველი, რაც ნეაპოლში ჩამოვიდა, სერიოზული პრობლემების წინაშე პირველად აღმოჩნდა. ეს როგორ მოხდა? ტრავმის
შემდეგ ეს ყველაფერი ნორმალურია და არ ინერვიულოთ.
გეგმა კ
"კვარა" ფორმაში ჩასადგომად გიჟივით მუშაობს: "ენფილდზე" "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ ზურგის მწვავე ტკივილი აწუხებდა და სერია A-ს ბოლო სამი შეხვედრის გამოტოვება მოუწია (ატალანტასთან, ემპოლისა და უდინეზესთან). დაახლოებით 20 დღე მხოლოდ თერაპიის კურსს გადიოდა, ზურგის ტკივილის გაქრობის მერე, ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწია. ფეხები დამძიმებული ჰქონდა, მისი დონის ფეხბურთელისთვის წარმოუდგენელ შეცდომებს უშვებდა, დრიბლინგისა და დარტყმების რაოდენობა მინიმუმამდე შეუმცირდა, ხოლო თვალები არ უბრწყინავდა: მან ეს იცის და ყველამ იცის, რომ ამ ფაზაში სირთულეები ჩვეულებრივი ამბავია. "ინტერთან" შეხვედრამდე 12 დღეა დარჩენილი და დრო აქვს იმისათვის, რათა "სან სიროზე" ძველებურად ითამაშოს. დიახ, გეგმა ასეთია. რაც შეეხება კონტრაქტს, როგორს სპორტულმა დირექტორმა კრისტიანიო ჯუნტოლიმ თქვა, სეზონის ბოლოს იქნება კორექტირებული".