ხვიჩა 2028 წლამდე ნეაპოლელი ხდება - ახალ კონტრაქტზე ყველაფერი მოგვარდა...

AutoSharing Option
Gazzetta dello Sport-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისთან" კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებს.

მოგეხსენებათ, 22 დეკემბერს დაიწერა, რომ რამდენიმე დღეში იტალიაში ქართველი ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი ჩავიდოდა და მისი კლიენტის ახალ შრომით ხელშეკრულებაზე დაიწყებდა მოლაპარაკებას.

ზემოთ აღნიშნული წყარო აღნიშნავს, რომ "კვარა" "პარტენოპეისთან" ახალი კონტრაქტის გაფორმების ზღვარზეა და თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილია.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას "ნაპოლი" სერია A-ს 4 იანვარს "ინტერთან" საგარეო მატჩით განაახლებს.
მკითხველის კომენტარები / 17 /
მშვენიერია ...თუმცა როგორც კი ნაპოლი ვარდნას დაიწყებს ხვიჩას მყიდველიც მზად იქნება წინააღმდეგ შემთხვევაშითუ ტოპ გუნდობა არ შეინაჩუნა ნაპოლიმ ტოპ ხვიჩაც წავა .
zurabi
12:49 26-12-2022
3
არ უნდა დათანხმდეს მაგ კონტრაქტს ! ახალი კონტრაქტით 2.4 მილიონი ექნება ხელფასი და ზელინსკის 6.5 მილიონი ოსიმენს 5.5 ლოზანოს 5.2 რასპადორის 4.6 დი ლორენცოს 4.4 პოლიტანოს 4.1 ..... ანუ ესენი ხვიჩაზე სამჯერ და ორჯერ მეტ საქმეს აკეთებენ ? @@
zura222
15:40 26-12-2022
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული