ტელეკომპანია DAZN-მა "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიასთან ვრცელი ინტერვიუ ("მე ვირჩევ კვარადონას") მცირე ნაწყვეტით დააანონსა, რომელშიც ქართველი თავის სათამაშო მანერაზე საუბრობს:
"ჩემი დრიბლინგი? ეს ის არ არის, რასაც ვიდეოს ყურებით ისწავლი, ვერც ვარჯიშით. ყველას, ვინც ამის გაანალიზებას ცდილობს, ეს არასოდეს გამოადგება. აგიხსნით: ჩემს თავზე ბევრს ვმუშაობ, ყოველთვის ახალ სვლებსა და გადაწყვეტილებებს ვეძებ, რათა მეტოქეთათვის კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი გავხდე".
ინტერვიუ ეთერში სრულად 28 დეკემბერს გავა".