"დიახ, მას "კვარადონას" ვეძახი! ამ სუპერბიჭთან ერთად, "ნაპოლის" წელს სკუდეტოსა და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია"

AutoSharing Option
უეფას ვიცე-პრეზიდენტმა ზბიგნევ ბონეკმა ჩვენთვის მეტად სასიამოვნო განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, "ნაპოლის" სკუდეტოსა და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.

პოლონელი ბონეკი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში იტალიაში "იუვენტუსისა" და "რომას" ღირსებას იცავდა, შემდეგ კი რამდენიმე იტალიური გუნდიც გაწვრთნა. 

"სპალეტი ძალიან მომწონს. ის ყურადღებას ყოველთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს და იცის, თუ რა უნდა მოსთხოვოს საკუთარ გუნდს.

ვფიქრობ, ის წლის მწვრთნელის ჯილდოს მოიგებს, ეს კი მას შემდეგ მოხდება, რაც მისი "ნაპოლი" სკუდეტოს დაისაკუთრებს.

"პარტენოპეის" ფანებს შეუძლიათ იყვნენ იმდენად ცრუმორწმუნეები, რამდენადაც უნდათ, მაგრამ შემიძლია ვთქვა,
რომ მათ დიდი უპირატესობა გააჩნიათ. ისინი დიდებულ ფეხბურთს თამაშობენ და სტაბილურად ვერავინ მიჰყვება.

ასევე ვფიქრობ, რომ მათ ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეუძლიათ. რატომაც არა? - მათ ჰყავთ "კვარადონა", რომელსაც მე სწორედ ასე მოვიხსენიებ და ის სუპერდიდებული ტალანტია.

კიმი სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. კონცენტრაცია, ენერგია, თუ როგორ ურტყამს ის თავით... სულ სხვა კატეგორიაა...

რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა უფრთხოდე "მილანსა" და"ინტერს". "იუვე" ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ რაც ახლა ამ გუნდში ხდება, ყველაფერს უფრო ართულებს", - თქვა ბონეკმა Corriere dello Sport-თან.
მკითხველის კომენტარები / 15 /
მარადონას გუნდები წარმატებას აღწევენ არგენტინამ მსოფლიო და იმედია ნაპოლი მინიმუმ სერია ა ს მოიგებს რაც ესე გულით გვინდა ქართველებდ
ჯაბა
13:50 29-12-2022
0
ღმერთმაც ქნას და ეგ ყველაფერი მოხდეს მე მგონია ხვიჩას ფორმაზე იქნება დამოკიდებული ყველაფერი .
vova
21:27 28-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული