"კვარაცხელიამ რაღაც **ეობა ჩაწერა და ილია მეორეს რაღაც მიულოცა" - თეა თუთბერიძე ხვიჩას მიერ გავრცელებული ვიდეოს შესახებ

AutoSharing Option
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თეა თეთბერიძე სოციალური ქსელის მეშვეობით ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ილია II-ისთვის აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავის მილოცვას ეხმიანება.

როგორც იცით, ამ მილოცვის გავრცელების შემდეგ ანანია გაჩეჩილაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც პრეზერვატივზე ხვიჩა კვარაცხელია იყო გამოსახული. სწორედ ამ ამბებთან დაკავშირებით თუთბერიძე სოციალურ ქსელში წერს:

"საბჭოთა კავშირი კი დიდი ხნის წინ დაიშალა, მაგრამ აი ღრუზინის ტვინში ისევ ცოცხლობს. ხვიჩა კვარაცხელიამ რაღაც ***ლეობა ჩაწერა და ილია მეორეს რაღაც მიულოცა გუშინ.

ადგა ანანია გაჩეჩილაძე და ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებით პრეზერვატივი დადო. აღეგზნო ღრუზინეთი. აღარ
იციან, რა ქნან. გამოუჩნდათ საქმე. ითხოვენ დაარეპორტონ Facebook-ის გვერდი, სადაც კვარაცხელიას გამოსახულებიანი პრეზერვატივია.

კიდევ ღმერთმა უწყის, რას აღარ ითხოვენ ალბათ, მაგრამ მე ამ მოთხოვნას წავაწყდი. ანუ ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ჩვენ ყველანი ვალდებულები ვართ, ყველა ფეხბურთელი ან ე.წ. ვარსკვლავი მოგვწონდეს, მათ შეხედულებებს ვიზიარებდეთ და არ გვაქვს უფლება, დავცინოთ, თუ რამე სიშტერეს და დებილობას იტყვიან და ჩაიდენენ.

ხო და, სანამ თქვენს ტვინებში არ მოკვდება საბჭოთა აზროვნება, არ აქვს მნიშვნელობა, ის დაიშალა თუ არა, მანამდე არც თქვენ არაფერი გეშველებათ და არც მაგ უბედურ ქვეყანას თქვენი და თქვენისთანების ხელში!

P.S. მრავალ შობას და ახალ წელს, ერო ჩემო, ტვინგამოცლილო და დამონებულო" - წერს თუთბერიძე.
მკითხველის კომენტარები / 208 /
რამდენ ახალ წელსაც უნდა დაესწრო მაინც სატანაზე დამონებული და გაუკუღმართებული იქნები, ასე რომ თუ წაბილწავ ვინმეს თორემ შენი არსებობით კარგს არაფერს მოუტან ქვეყანას!
sormona
13:52 30-12-2022
8
ამას მართლა ჯერა, რომ ადამიანის სახე/სახელი შეგიძლია როგორც გინდა ისე გამოიყენო? თან დაუკითხავად. ამ საბჭოეთში ჩარჩენილ ადამიანებს, მგონი გონიათ, რომ თუ ადამიანს ღმერთი გწამს, ეს სირცხვილია. ასე მსჯელობდნენ ბოლშევიკები, იმიტომაც დაანგრიეს ეკლესიები და დახოცეს მღვდლები.
რწმენა სუბიექტურია, მინდა მწამს და მინდა არა. შენ ვინ გეკითხება? აი ეს არის ევროპული აზროვნება, და არა ის (საბჭოური), რომ გინდა თუ არა, არ უნდა გწამდეს.
ჰაჰა
13:59 30-12-2022
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული