როგორც იცით, ამ მილოცვის გავრცელების შემდეგ ანანია გაჩეჩილაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც პრეზერვატივზე ხვიჩა კვარაცხელია იყო გამოსახული. სწორედ ამ ამბებთან დაკავშირებით თუთბერიძე სოციალურ ქსელში წერს:
"საბჭოთა კავშირი კი დიდი ხნის წინ დაიშალა, მაგრამ აი ღრუზინის ტვინში ისევ ცოცხლობს. ხვიჩა კვარაცხელიამ რაღაც ***ლეობა ჩაწერა და ილია მეორეს რაღაც მიულოცა გუშინ.
ადგა ანანია გაჩეჩილაძე და ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებით პრეზერვატივი დადო. აღეგზნო ღრუზინეთი. აღარ
კიდევ ღმერთმა უწყის, რას აღარ ითხოვენ ალბათ, მაგრამ მე ამ მოთხოვნას წავაწყდი. ანუ ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ჩვენ ყველანი ვალდებულები ვართ, ყველა ფეხბურთელი ან ე.წ. ვარსკვლავი მოგვწონდეს, მათ შეხედულებებს ვიზიარებდეთ და არ გვაქვს უფლება, დავცინოთ, თუ რამე სიშტერეს და დებილობას იტყვიან და ჩაიდენენ.
ხო და, სანამ თქვენს ტვინებში არ მოკვდება საბჭოთა აზროვნება, არ აქვს მნიშვნელობა, ის დაიშალა თუ არა, მანამდე არც თქვენ არაფერი გეშველებათ და არც მაგ უბედურ ქვეყანას თქვენი და თქვენისთანების ხელში!
P.S. მრავალ შობას და ახალ წელს, ერო ჩემო, ტვინგამოცლილო და დამონებულო" - წერს თუთბერიძე.
რწმენა სუბიექტურია, მინდა მწამს და მინდა არა. შენ ვინ გეკითხება? აი ეს არის ევროპული აზროვნება, და არა ის (საბჭოური), რომ გინდა თუ არა, არ უნდა გწამდეს.