ზურიკომ ბრწყინვალე გოლი გაიტანა - კაცნაკლულმა "ბორდომ" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-17 ტურში საკუთარ მოედანზე "სოშოსთან" მოგებულ მატჩში (2:1) გამოიჩინა თავი.

გასულ ტურში სტუმრად ლიდერ "ჰავრთან" დამარცხების შემდეგ (0:1), "ბორდომ" მეორე ადგილი "სოშოს" დაუთმო და ამდენად, დღევანდელ მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მასპინძლები 30-ე წუთზე მაჯამ დააწინაურა, 32-ე წუთზე კი დავითაშვილმა დრიბლინგის შემდეგ მცველი ცრუმოძრაობით ჩამოიცილა და ლამაზი გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 9 მატჩში 2 გოლია. შესვენების შემდეგ "სოშო" უპირატესობას დაეუფლა და კანუტემ ანგარიში შეამცირა. 68-ე წუთზე მწვრთნელმა ზურიკო დელორე-შობეთი შეცვალა, რომელიც
მოედანზე შესვლიდან 6 წუთში მსაჯმა უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა, თუმცა ბორდოელებმა მეტოქის შტურმს გაუძლეს და გაიმარჯვეს.

ჟირონდული გუნდი 31 ქულით მეორე პოზიციაზეა და 10 იანვარს ჩემპიონატზე გასვლაზე "კაენს" დაუპირისპირდება, ხოლო იქამდე, 7 იანვარს თასზე "რენს" უმასპინძლებს, რომელიც ლიგა 1-ში მე-4 ადგილზეა.

ბორდო. "მატმიუტ-ატლანტიკი"
ბორდო - სოშო 2:1
გოლები: 1:0 მაჯა (30), 2:0 დავითაშვილი (32), 2:1 კანუტე (59)
გაძევება: დელორე-შობე (74)

მკითხველის კომენტარები / 16 /
გამეხარდა.
წარმატებები.
0
ასე გააგრძელე დაა შენი დრო მალე დადგება. გილოცავ დამდეგ შობა ახალ წელს.
გია
23:36 30-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული