ზურიკომ ბრწყინვალე გოლი გაიტანა - კაცნაკლულმა "ბორდომ" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-17 ტურში საკუთარ მოედანზე "სოშოსთან" მოგებულ მატჩში (2:1) გამოიჩინა თავი.

გასულ ტურში სტუმრად ლიდერ "ჰავრთან" დამარცხების შემდეგ (0:1), "ბორდომ" მეორე ადგილი "სოშოს" დაუთმო და ამდენად, დღევანდელ მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მასპინძლები 30-ე წუთზე მაჯამ დააწინაურა, 32-ე წუთზე კი დავითაშვილმა დრიბლინგის შემდეგ მცველი ცრუმოძრაობით ჩამოიცილა და ლამაზი გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 9 მატჩში 2 გოლია. შესვენების შემდეგ "სოშო" უპირატესობას დაეუფლა და კანუტემ ანგარიში შეამცირა. 68-ე წუთზე მწვრთნელმა ზურიკო დელორე-შობეთი შეცვალა, რომელიც
მოედანზე შესვლიდან 6 წუთში მსაჯმა უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა, თუმცა ბორდოელებმა მეტოქის შტურმს გაუძლეს და გაიმარჯვეს.

ჟირონდული გუნდი 31 ქულით მეორე პოზიციაზეა და 10 იანვარს ჩემპიონატზე გასვლაზე "კაენს" დაუპირისპირდება, ხოლო იქამდე, 7 იანვარს თასზე "რენს" უმასპინძლებს, რომელიც ლიგა 1-ში მე-4 ადგილზეა.

ბორდო. "მატმიუტ-ატლანტიკი"
ბორდო - სოშო 2:1
გოლები: 1:0 მაჯა (30), 2:0 დავითაშვილი (32), 2:1 კანუტე (59)
გაძევება: დელორე-შობე (74)

მკითხველის კომენტარები / 16 /
მაგარი გოლი შეაგდო, ეს თუ ბოლომდე გაიხსნა კვარას აჯობებს და მგონია რაღაც ან ვიღაც უშლის ხელს სულ. დაძაბული მეჩვენება და უნდა დაიკიდოს ყველაფერი და მიაწვეს თავხედათ თამაშის თავზე აღებას,როგორც მამამისმა თქვა ტელევიზიით. აი ზუსტად ეგაა ფორმულა წარმატების
გია
20:49 01-01-2023
5
ხვიჩა ჯერ არც ვიცოდი ვინ იყო, ზურიკოზე რომ ამბობდნენ, სასწაულად ნიჭიერიაო. რთული გზა ერგო, მაგრამმე მჯერა ამ ბიჭის, იმიტომ რომ მშრომელია, ხვიჩასავით.
წარმატებები ზურიკო, შენ და ყველა ქართველს!
ლევანი
16:52 01-01-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული