"პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ხვიჩა კვარცხელიას შესახებაც ისაუბრა.
"როგორ გამოიყურება გუნდი შესვენების შემდეგ? ეს პერიოდი მოსამზადებლად მაქსიმალურად კარგად გამოვიყენეთ. ყურადღებით უნდა ვითამაშოთ და ბევრი ვივარჯიშოთ. ჩვენი სურვილია გულშემატკივრები გავაბედნიეროთ, რადგან ნეაპოლელი ხალხი ამას იმსახურებს.
რაც შეეხება "კვარას" და ლობოტკას - მათ კარგად იმუშავეს, ორივე მოთამაშე თავს კარგად გრძნობს. "იუვე სტაბიასთან" მშვენივრად ითამაშეს. ხვიჩა ყველაფერს თავად უმკლავდება, ის ძალიან კარგი
ზეწოლას არ ვგრძნობთ, ვიცით, მეტოქისთვის რისი შეთავაზება შეგვიძლია. ჩვენ საკუთარ ფეხბურთს ვითამაშებთ, რომელიც ქომაგებს ასე ძალიან მოსწონთ.
"ინტერი" მაღალი დონის ევროპული კლუბია. ტექნიკურ ხარისხთან ერთად, მათი ფიზიკური მომზადებაც უმაღლეს დონეზეა. მართალია, ბროზოვიჩი დააკლდებათ, თუმცა უამრავი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ.
ახლა სეზონის ყველაზე საინტერესო ფაზაში შევედით. ეს არა მხოლოდ გუნდის, არამედ მთელი ქალაქისთვის გამოწვევაა. მთავარია, თავისუფლად და ლაღად ვითამაშოთ", - განაცხადა სპალეტიმ.
კვარაცხელია "ინტერის" წინააღმდეგ - ხვიჩა 2-თვიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება...
მანჩინი: ვინ მოიგებს სკუდეტოს? - "ნაპოლი" განსაკუთრებულ ფსიქოფიზიკურ მდგომარეობაშია