Corriere dello Sport: ინძაგი ყველაზე მეტად ხვიჩას უფრთხის და ქართველის შესაჩერებლად გეგმა შეიმუშავა

AutoSharing Option
ხვალ, 4 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე, სერია A-ს მე-16 ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "ინტერს" ესტუმრება.

ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი მატჩის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ "ნერაძურის" თავკაცი სიმონე ინძაგი "პარტენოპეის" რიგებიდან ყველაზე მეტად ხვიჩა კვარაცხელიას უფრთხის და მის წინააღმდეგ ერთბაშად 3 მცველს გამოიყენებს:

"კვარაცხელია "ინტერისთვის" უპირველეს საფრთხეს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ყურადღება ვიქტორ ოსიმენსაც უნდა მიექცეს, რომელმაც გასულ სეზონში "სან პაოლოს" სტადიონზე თერთმეტმეტრიანი მოიპოვა.

ქართველი "ინტერისთვის" სრულიად ახალი მეტოქეა და პირველ წრეში მისი თამაშების მიხედვით, მეტოქისგან
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ხვიჩას წინააღმდეგ სიმონე ინძაგი 3 მოთამაშის - დენზელ დუმფრისის, მილან შკრინიარისა და ნიკოლო ბარელას გამოყენებას გეგმავს." - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" 41 ქულით სერია A-ში პირველ ადგილზე იმყოფება, "ინტერი" კი 30 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.

alt"ხვიჩა ყველაფერს თავად უმკლავდება, ძალიან კარგი ბიჭია" - სპალეტის პრესკონფერენცია "ინტერთან" მატჩის წინ

altკვარაცხელია "ინტერის" წინააღმდეგ - ხვიჩა 2-თვიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება...

მკითხველის კომენტარები / 3 /
სამი კაცი ხვიჩაზე?მარჯვენა ფლანგი და ცენტრი განთავისუფლდება.ოსიმენისაც ხომ სულ ცოტა, ორი კაცის ყურადღება დასჭირდება.ასე რომ, მთავარია სხვებიც საჭირო სიმაღლეზე იყვნენ და მომენტები გამოიყენონ.
სოსო
22:54 03-01-2023
0
რაღაც ეჭვი მეპარება ეს ასე მოხდეს და თუ მაინც, სივრცე გამოთავისუფლებული ოსიმენი ბუღს დაუყენებს ინტერს კარებში.
Charley
11:46 04-01-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული