"ღამურების" ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, 77-ე წუთამდე ითამაშა, მეტოქემ კი "ვალენსიას" კარში ზუსტად ვერცერთხელ დაარტყა.
მატჩის მე-3 წუთზე ვალენსიელთა გარემარბმა ჯასტინ კლუივერტმა ანგარიში გახსნა,
31-ე წუთზე კი ილაიშ მორიბამ სხვაობა ორბურთიანი გახადა.
მეორე ნახევარში უპირატესობას კვლავ სტუმრები ფლობდნენ. 71-ე წუთზე ჯასტინ კლუივერტის კარგი თამაშის შემდეგ უგო დურო მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, ესპანელმა გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
"ვალენსია" ლა ლიგის მე-16 ტურის
ლა ნუსია. „კამილო კანო“
ლა ნუსია - ვალენსია 0:3
გოლები: 0:1 კლუივერტი (3), 0:2 მორიბა (31) 0:3 დურო (72)
მამარდაშვილი 10 საუკეთესო მეკარეს შორის - Top soccer blog-ის რჩეულები