"კვარა ბომბი" - იტალიაში ახალი ასაფეთქებლები გამოჩნდა - მფლობელი დაკავებულია [PHOTO]

AutoSharing Option
ახალ წელს ემილია-რომანიის რეგიონში ასაფეთქებლის გამო განგაში გამოცხადდა. მას იტალიელებმა "კვარა-ბომბი" უწოდეს. პოლიციამ ქალაქ ნეაპოლში 23 წლის მამაკაცი საახალწლო პიროტექნიკის ფლობისთვის დააკავა. მას 3.8 კილოგრამი ფეიერვერკიც აღმოაჩნდა. ახალგაზრდა მამაკაცი მას იარაღის მოწმობის გარეშე ფლობდა.

ადგილობრივი წესების მიხედვით, იტალიაში ასაფეთქებლების გამოყენება აკრძალულია.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, ხვიჩას "ნაპოლი" დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე, სერია A-ს მე-16 ტურში "ინტერს" ესტუმრება.





მკითხველის კომენტარები / 9 /
დროა საქართველოშიც მივიღოთ მსგავსი კანონი, რათა აიკრძალოს ფოიერვერკის გამოყენება სათანადო ნებართვის გარეშე.
გიო
16:13 04-01-2023
2
რამდენი სახლი უნდა გადაიბუგოს და რამდენმა ადამიანმა დაკარგოს თითები თუ მხედველობა,ასაფეთქებლები აქაც რომ აკრძალონ?!ახალი წლის ღამეს,12 საათზე,მრავალჟამიერს მღეროდა მომღერალი და სწორედ მაშინ მოხვდა ზურგში,ფეირვერკის რაღაცა ნაწილი.საბედნიეროდ პატარა ნაჭერი იყო და უვნებელი გადარჩა,მაგრამ თვალში რომ მოხვედროდა,ეგეც ხომ შეიძლებოდა?!
სოსო
14:36 04-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული