"იუვენტუსმა" "კრემონეზე" მძიმე ბრძოლაში დაამარცხა - ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი სერია A-ში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-16 ტურში "იუვენტუსმა" "კრემონეზე" 1:0 დაამარცხა.

მასპინძელთა ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა მორიგი დამაჯერებელი მატჩი ჩაატარა. ლუკა, ძირითადად, "იუვეს" პოლონელ თავდამსხმელს, არკადიუშ მილიკს მეურვეობდა და გუნდის შეტევებში აქტიურად ერთვებოდა.

პირველ ნახევარში "კრემონეზემ" მეტოქეს არაფერი დაუთმო, ლომბარდიელთა თავდამსხმელმა სირიელ დესერტმა გოლის გატანაც შეძლო, თუმცა მსაჯმა მიიჩნია, რომ ნიგერიელს ბურთი ხელზე მოხვდა. განმეორებისას გამოჩნდა, რომ არბიტრი შეცდა...

მეორე ნახევარში უპირატესობას "იუვენტუსი" ფლობდა. ალეგრის გუნდი ბურთსაც აკონტროლებდა და მომენტებსაც ქმნიდა. მატჩის 91-ე წუთზე არკადიუშ მილიკმა საჯარიმო დარტყმით "ბებერ ქალბატონს" 3 ქულა
მოუტანა. უნდა აღინიშნოს, რომ მასპინძელთა მეკარემ, მარკო კარნესკიმ, არადამაჯერებლად ითამაშა, რადგან იტალიელს საკუთარი გუნდის გადარჩენა შეეძლო.

ამგვარად, "კრემონეზე" 7 ქულით ცხრილში მე-19 ადგილს იკავებს. მასიმილიანო ალვინის გუნდი სერია A-ს მე-17 ტურის მატჩს 9 იანვარს სტუმრად "ვერონას" წინააღმდეგ გამართავს.

"იუვენტუსი" 34 ქულით მე-3 პოზიციაზეა. "ბებერი ქალბატონი" 7 იანვარს "უდინეზეს" უმასპინძლებს.

კრემონა. "ჯოვანი ძინი"

კრემონეზე - იუვენტუსი 0:1

გოლი: 0:1 მილიკი (90+1)

altლუკა ლოჩოშვილი: ვიმედოვნებ, კარგი სერია გაგრძელდება

altლოჩოშვილის "კრემონეზე" "ემპოლისთან" დამარცხდა


მკითხველის კომენტარები / 3 /
Golisdros covxalma kedelma ra gaaketa???samiddan or kavs burtis sheeshinda erti ar axta :)
L.J .
17:32 05-01-2023
0
Gushin martla momewona luka cota gamocdileba aklia aset magal doneze da uketesadac itamashebs.
Givi
16:56 05-01-2023
0

სიახლეები პოპულარული