"ნაპოლის" პირველი მარცხი სერია A-ში - ხვიჩამ "ინტერთან" 76 წუთი ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-16 ტურში "ნაპოლი" "ინტერს" ესტუმრა. მატჩი "ნერაძურის" გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 76 წუთი გაატარა.

პირველ ნახევარში ბურთს უფრო ხშირად "ნაპოლი" ფლობდა. ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა ფრთიდან რამდენჯერმე გამწვავება სცადა, მაგრამ სიმონე ინძაგის გუნდი ქართველს ყურადღებით მეურვეობდა. უნდა აღინიშნოს, რომ "კვარას" წინააღმდეგ "ნერაძურის" მცველებმა არაერთხელ იუხეშეს.

გოლის გატანის რეალური შანსი მატეო დარმიანს მიეცა, "ინტერის" გამოცდილი მცველი მერეტთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა გატანა ვერ შეძლო.

მეორე ტაიმში "ნერაძური" კიდევ უფრო გააქტიურდა. 56-ე წუთზე ფედერიკო დიმარკოს ზუსტი ჩაწოდების შემდეგ
ედინ ჯეკომ მატჩის ანგარიში გახსნა. "პარტენოპეიმ" მეტოქის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. 61-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მილან შკრინიარი ეფექტური მოძრაობით ჩამოიშორა და ბურთი კარში დაარტყა, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელი 76-ე წუთზე შეცვალა და მის ნაცვლად თამაშში ელიფ ელმასი ჩაერთო.

"ნაპოლი" გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს. ნეაპოლელები უახლოეს მდევარ "მილანს" 5 ქულით უსწრებენ. სპალეტის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 8 იანვარს სტუმრად "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართავს.

"ინტერი" 33 ქულით ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს. "ნერაძური" 7 იანვარს "მონცას" ესტუმრება.

მილანი. "სან სირო"

ინტერი - ნაპოლი 1:0

გოლი: 1:0 ჯეკო (56)

alt"ნაპოლისა" და "ინტერის" პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა

მკითხველის კომენტარები / 77 /
ინტერი ყოველთვის ასეთი ყასბებით დაკომპლექტებული გუნდია ... კვარა წარმატებები დარწმუნებული ვარ ყველაფერს შეძლებ რასაც მოინდომებ ... ❤️
bejo
05 იანვარი 2023 02:00
1
ეგ იცის ამ პოლიტ ნაგვებზე აყოლამ.
თავგზა აუბნიეს.
პატრიარქის მილოცვები, ტაძარში მოლოცვები და ინტერნეტში გამოდებები.
ჩემი რჩევაა. დაანებე თავი ქართულ სივრცეს საერთოდ. ჩამოდი მარტო ნაკრების თამაშებზე და ისიც კონტაქტი არავისთან.
ამათ მარტო თავისი პიარისთვის ჭირდები , შენ სულ ფეხებზე კიდიხარ
las
05 იანვარი 2023 08:41
23
რა საცოდავი ხარ გვერდიდან შეგახედა ნეტავ შენ თავისთვის,არაფერი გეშველებათ არა რაა.
las-ს
05 იანვარი 2023 13:05
6
100%
კაპიტან გარდენბურგი
05 იანვარი 2023 10:36
9
ყველა გამოხმაურება
არაფერი საპანიკო არ მომხდარა. ზოგს ავიწყდება რომ ეს ხვიჩას პირველი სეზონია ამ დონეზე. ზოგჯერ ექნება ასეთი თამაშებიც. ბევრი რამ აქვს სასწავლი. და ისწავლის კიდეც. ყველაფერი გამოცდილებაა, დიდი ნიჭის პატრონია და ჭკვიანი ბიჭია , ასე რომ ყველაფერი წინ აქვს რომ ნამდვილად დიდი ფეხბურთი ითამაშოს. აცალეთ და ნუ ვიცით ქართველებმა ჯერ ცაში ასვლა და მერე მიწაზე დამარცხება. ნაბიჯ ნაბიჯ უნდა იაროს და გულშემატკივრებმაც უნდა ხელი შევუწყოთ - არ არის საჭირო ისტერიკაში ჩავარდნა და ნაადრევი , გადაჭარბებული მოლოდინებით ბიჭის დამძიმება. წარმატებები კვარას!.
არტ
05 იანვარი 2023 02:23
1
ჩვეულებრივი ბრბოა კომენტარებს გადახედე!
ამათი მხარდაჭერა ვის რაში ჭირდება.
ბიჭს ერთ წაგებულ თამაშზე გადაუარეს. უბრალოდ ნახე რეებს წერენ
!!
05 იანვარი 2023 02:45
2
რა გჭირთ ხალხო რა კომენტარებია? ერთ დღეს აღმერთებთ და მეორე დღეს ერთი წაგების გამო მიწაში დებთ? არც გუნდი და არც ხვიჩა არაა ფორმაში ფაქტია, მაგრამ ესაა საკმაირისი მიზეზი ასეთი აგრესიისთვის?
იტალიაა, ურთულესი ჩემპიონატია, ატლეტური, ხშირად უხეში თამაშია - მიჩვევა უნდა ამ ყველაფერს მათ შორის ფსიქოლოგიურად. პირიქით გამხნევება უნდა ხვიჩას და არა შაურმებზე ლაპარაკი. მის შეყვარებულზე ასეთი საუბრები კიდე საერთოდ სამარცხვინოა....

gogi
05 იანვარი 2023 10:36
3
ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია. მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები.”
ავჭალიდან
05 იანვარი 2023 03:57
2
არაუშავს,მთელი სეზონი წინ არის.
იმდენი რამე დაგიწერიათ აქ ერთი შენგელიასაც დაუთმეთ ყურადღება,ორი საგოლე გადაცემა გააკეთა ელადაში...
MARGALONA
05 იანვარი 2023 01:53
0
ხვიჩას წინააღმდეგ კარგი დაცვა და მობილიზებული გუნდი იყო.ბურთს ვერ ღებულობდა ისე აჯდნენ ფეხებზე.ამ დროს მარჯვენა ფლანგი უფრო გახსნილი იყო და იქედან უნდა ემოქმედათ.სპალეტის მგონი ასეთი ჩანაფიქრი ჰქონდა,მაგრამ მთლიანად გუნდმა ვერ ითამაშა თუ არ ათამაშეს.
არა უშავს. ხვიჩას ორი თვეა ოფიციალური მატჩი არ უთამაშია.კიდევ კარგად გამოიყურებოდა დაძაბული მატჩის ფონზე.
ჯუჯი
05 იანვარი 2023 05:41
1
ამას ჯობდა დანა გამოგესვა ყველა შენი გულშემატკივრისთვის. ბევრი გართობა მავნეა ძმაო, თან როცა 3 მილიონი კაცი შენ თამაშს ელოდება საათობრივად. მგონი ყველაზე მთავარი - სისწრაფე დამონდომება დაკარგე და იმედია დროებით
შენ საქართველო გიყურებს მუდამ
05 იანვარი 2023 02:50
38
ფეხბურთის გაგებაში თუ იყოთ რა.. ხანდახან მგონია რომ ესეთი უტვინო/უცოდინარი ვერ იქნება ამდენი ქართველი ქომაგი მარა ჰა. გუნდმა ვერ ითამშა, კვარას აშკარად ეტყობა მონდომება, ფორმაში მალე შევა. ორჯერ ისე მწარედ ჩაარტყეს გული გამისკდა, მეორეჯერ საერთოდ ჯარიმა არ დანიშნეს. თუ ოდნავ მაინც გესმის ფეხბურთი ნახავდი კაცი რომ მეორე ტაიმში მარჯვენა ფლანგი დაითვირთა და კვარა დაცვას ხშირად ეხმარებოდა. მოკლოდ აზრი არ აქვს ამის წერას მაინც იგივე საოცრებებს დაწერთ. კვარა იმეფებს ორ სამ თამაშში მთავრია უ ტ რ ა მ ვ ო ბ ა!

კვარა წინ!
Me ar var Roboti
05 იანვარი 2023 05:42
1
რა შუაშია გართობა, უგადატვირთულესი გრაფიკის მერე ტრავმა ქონდა ბიჭს და ვარჯიში კიარა სირბილიც არ შეიძლებოდა, რაც ნებართვა მისცეს იმის მერე ვარჯიშობს. აცადეთ, ჯერ რამოდენიმე კვირაა ვარჯიშობს
რა მაფიაა?
05 იანვარი 2023 05:50
2
ესე როგორ გათიშა ინძაგიმ, რომ თამაშის დილიხორი დაუკარგა ხვიჩას და არც ცდილობდა მგონი არაფერს. ქვეყანა შენ შემოგცქერის კაი კაცო და ნუ ჩაუმწარებ ყველაფერს. ესე მგონია ფეხბურთის გარდა ყველაფერზე ხარ გადართული, დაანებე ყველაფერს თავი, მთელი ერი შენ შემოგყურებს, რა დროს საცოლეებია, არსად არავინ გაგექცევა, სიყვარულიდა სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია ყოველთვის და წყალში ნუ ჩაყრი რა დიდი შრომით მოიპოვე. თავი უნდა გადადო ბოლომდე
ეს რა უბედურება დაგვეცა თავზე
05 იანვარი 2023 02:34
17
უკვე სიძულვილით და ღვარძლით სავსე კომენტარს უწერ და აწი ვის რაში ჭირდება შენი გულშემატკივარობა და გოლების დროს ღრიალი.
ეგ ხართ ზუსტად ქართველები.
არც გულშემატკივრობა იცით და არც მხარდაჭერა
!!
05 იანვარი 2023 03:35
1
საზიზღარ ფეხბურთს თამაშობს ინტერი და ფიორენტინა ჯარიმების ხარჯზე და რთულია ვინმეს გაცდე მთლიანად ნაპოლის არ წაუვიდა თამაში კვარა კი მარტო ვერ მოიგებს ესეთ თამაშებს და რა ქნას მომდევნოზე გაიბრწყინებს და აგერ ნახავთ...
Rt
05 იანვარი 2023 11:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული