01:38 05-01-2023
"ნაპოლის" პირველი მარცხი სერია A-ში - ხვიჩამ "ინტერთან" 76 წუთი ითამაშა [VIDEO]
AutoSharing Option
პირველ ნახევარში ბურთს უფრო ხშირად "ნაპოლი" ფლობდა. ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა ფრთიდან რამდენჯერმე გამწვავება სცადა, მაგრამ სიმონე ინძაგის გუნდი ქართველს ყურადღებით მეურვეობდა. უნდა აღინიშნოს, რომ "კვარას" წინააღმდეგ "ნერაძურის" მცველებმა არაერთხელ იუხეშეს.
გოლის გატანის რეალური შანსი მატეო დარმიანს მიეცა, "ინტერის" გამოცდილი მცველი მერეტთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა გატანა ვერ შეძლო.
მეორე ტაიმში "ნერაძური" კიდევ უფრო გააქტიურდა. 56-ე წუთზე ფედერიკო დიმარკოს ზუსტი ჩაწოდების შემდეგ ედინ ჯეკომ მატჩის ანგარიში გახსნა. "პარტენოპეიმ" მეტოქის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. 61-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მილან შკრინიარი ეფექტური მოძრაობით ჩამოიშორა და ბურთი კარში დაარტყა, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელი 76-ე წუთზე შეცვალა და მის ნაცვლად თამაშში ელიფ ელმასი ჩაერთო.
"ნაპოლი" გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს. ნეაპოლელები უახლოეს მდევარ "მილანს" 5 ქულით უსწრებენ. სპალეტის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 8 იანვარს სტუმრად "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართავს.
"ინტერი" 33 ქულით ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს. "ნერაძური" 7 იანვარს "მონცას" ესტუმრება.
მილანი. "სან სირო"
ინტერი - ნაპოლი 1:0
გოლი: 1:0 ჯეკო (56)
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
იტალიაა, ურთულესი ჩემპიონატია, ატლეტური, ხშირად უხეში თამაშია - მიჩვევა უნდა ამ ყველაფერს მათ შორის ფსიქოლოგიურად. პირიქით გამხნევება უნდა ხვიჩას და არა შაურმებზე ლაპარაკი. მის შეყვარებულზე ასეთი საუბრები კიდე საერთოდ სამარცხვინოა....
როგორც ნეხვის ხოჭოები გამოძვრებიან ფუნადან კმაყოფილები და გამაძღარები, ისე გამოეფინენ შეუმდგარი პიროვნებები და ხვიჩას აკრიტიკებენ გახარებულები. :)
თავგზა აუბნიეს.
პატრიარქის მილოცვები, ტაძარში მოლოცვები და ინტერნეტში გამოდებები.
ჩემი რჩევაა. დაანებე თავი ქართულ სივრცეს საერთოდ. ჩამოდი მარტო ნაკრების თამაშებზე და ისიც კონტაქტი არავისთან.
ამათ მარტო თავისი პიარისთვის ჭირდები , შენ სულ ფეხებზე კიდიხარ
არა უშავს. ხვიჩას ორი თვეა ოფიციალური მატჩი არ უთამაშია.კიდევ კარგად გამოიყურებოდა დაძაბული მატჩის ფონზე.