"ნაპოლის" პირველი მარცხი სერია A-ში - ხვიჩამ "ინტერთან" 76 წუთი ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-16 ტურში "ნაპოლი" "ინტერს" ესტუმრა. მატჩი "ნერაძურის" გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 76 წუთი გაატარა.

პირველ ნახევარში ბურთს უფრო ხშირად "ნაპოლი" ფლობდა. ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა ფრთიდან რამდენჯერმე გამწვავება სცადა, მაგრამ სიმონე ინძაგის გუნდი ქართველს ყურადღებით მეურვეობდა. უნდა აღინიშნოს, რომ "კვარას" წინააღმდეგ "ნერაძურის" მცველებმა არაერთხელ იუხეშეს.

გოლის გატანის რეალური შანსი მატეო დარმიანს მიეცა, "ინტერის" გამოცდილი მცველი მერეტთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა გატანა ვერ შეძლო.

მეორე ტაიმში "ნერაძური" კიდევ უფრო გააქტიურდა. 56-ე წუთზე ფედერიკო დიმარკოს ზუსტი ჩაწოდების შემდეგ
ედინ ჯეკომ მატჩის ანგარიში გახსნა. "პარტენოპეიმ" მეტოქის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. 61-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მილან შკრინიარი ეფექტური მოძრაობით ჩამოიშორა და ბურთი კარში დაარტყა, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელი 76-ე წუთზე შეცვალა და მის ნაცვლად თამაშში ელიფ ელმასი ჩაერთო.

"ნაპოლი" გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს. ნეაპოლელები უახლოეს მდევარ "მილანს" 5 ქულით უსწრებენ. სპალეტის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 8 იანვარს სტუმრად "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართავს.

"ინტერი" 33 ქულით ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს. "ნერაძური" 7 იანვარს "მონცას" ესტუმრება.

მილანი. "სან სირო"

ინტერი - ნაპოლი 1:0

გოლი: 1:0 ჯეკო (56)

alt"ნაპოლისა" და "ინტერის" პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა

მკითხველის კომენტარები / 77 /
წაგებული თამაშის მერე როგორ გახდება ყველა ეგრევე პროფესორი.
ტრავმის მერე რომ ფეხბურთელი ფორმაში არ იყოს ეგ რატომ არის ამხელა პანიკის ასატეხი?
ორჯერ უმძიმეს ტრავმას გადაურჩა დღეს, მაგრამ რათქმაუნდა ეგ არ გაინტერესებთ. ანგარიშს და სტატისტიკას უყურებთ ზეპირად და გოლი თუ არაა მორჩა მისი კარიერა :D
ეგეთი კომენტარებიც წავიკითხე რავი...
ოსიმენმა საერთოდ ვერაფერი გააკეთა, ვერც ანგისამ ითამაშა, ზელინსკიც საშინელ ფორმაშია. აქ ეგრევე კვარას უნდა დაეტაკონ და რა ბოღმაც აქვთ დაგროვილი მასზე გადმოანთხიონ. ეგ წესია აქაური :)))
ვამბობდი თავიდანვე, ექნება უგოლო სერიაც, წაებული თამაშებიც, ცუდი ფორმაც და მერე გამოჩნდება რა გულშემატკივრობაც იცითთქო, და ისე აგიხდათ ყველაფერი.
როცა ასე უხეშად ეთამაშებიან და ჩეხავენ, არც გოლი მინდა და არც ასისტი, მთავარია ტრავმა არ მიიღოს.
ალბათ არ ნახეთ პირველ ტაიმში რასაც უშვებოდნენ. ან ნახეთ და
რათქმაუნდა გკიდიათ.
მან პირველივე სეზონში ისეთი ხარისხი დადო, რასაც არავინ მოელოდა.
მისი დამსახურებაა პირველ ადგილზე რომ არის გუნდი და 5 ქულით უსწრებს დანარჩენებს.
თუ არ გულშემატკივრობთ, ჩასაფრებული მაინც ნუ ღლიცინებთ აქ, უბრალოდ საკუთარ უვიცობას ამჟღავნებთ ამით და მეტს ვერაფერს.
მთელი ცხოვრებაა ფეხბურთს ვუყურებ და ვინც მიყვარდა ბავშვობიდანვე ყველას მთელი გულით და ბოლომდე ვგულშემატკივრობდი, შედეგების მიუხედავად.
არ შემიძლია ეს დაუდგენელი, გაუგებარი ხალხი.
მოგების დროს რომ ღრიალებენ და წაგების დროს იგინებიან.
ეს უდიდესი სიყალბეა!
ჩემთვის ეს ხალხი ასოცირდება ბრბოსთან და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მარტო აგრესიული, შეუმდგარი მასის საყვარელი სპორტი არაა ფეხბურთი.
ჩემნაირებისაც არის, ვინც საყვარელ გუნდს თუ სპორტსმენს, ყველაფრის მიუხედავად მხარს უჭერს.
ვინც ბევრს ყვირის, ის უფრო მეტად ჩანს მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ მარტო მაგათია ფეხბურთი.
Skeleton
05 იანვარი 2023 02:25
12
როგორც კოკისპირულ წვიმაში მზის გამონათებას,ისე ველოდებოდი თქვენს კომენტარს:) იხარეთ!!! მე როგორც ძალიან ოპტიმისტი ადამიანი,ვიმედოვნებ რომ ნამდვილი გულშემატკივრები უფრო მეტნი ვართ!!! რათქმაუნდა ვეთანხმები თქვენს შეფასებას 100 % ით!!!
Skeleton- ს გულშემატკივარი
05 იანვარი 2023 02:43
2
მადლობა გამოხმაურებისთვის .
თქვენნაირი ადამიანები მიხარია. უბრალოდ ვუყურებ კომენტარებს და თვალებს ვერ ვუჯერებ.
ეს ის ხალხია აქ ერის გადამრჩენელს და ღმერთის გამოგზავნილს რომ ეძახდა კვარაცხელიას. არასოდეს მსგავსი პათეტიკური ტერმინებით არ მომიხსენიებია არავინ, საკუთარ თავს არ უნდა აკადრო პირველ რიგში ეგეთი სიყალბე. რეალურად იგივე ხალხი ახლა რას აკეთებს? ბოლო დონის სიტყვებით ლანძღავს, თან რის გამო? პირველი თამაში წააგო გუნდმა სერია ა ში. ამიტომაც არ მჯერა მე ამათი გულშემატკივრობის და ამიტომაც ვერიდები ფანატიკოსებთან დიალოგში შესვლას.
იმდენი ბინძური კომენტარი წერია, უბრლოდ სანთლით საძებნია ადეკვატური გულშემატკივარი. უკვე ყველა ამათნაირი მგონია.
ნეტა რაში ჭირდება ხვიჩას აწი ამათი გულშემატკივრობა.
იმსახურებდეს მაინც იმას, რასაც ახლა უკეთებენ.
ყველაფერი ფეხქვეშ გათელეს, ამათ ვინმე უყვართ საერთოდ?
მის პირადზე ჭორაობენ, მის ნიჭზე და პროფესიონალიზმე ქილიკობენ, ამცირებენ, ლანძღავენ...
ძალიან დიდი ხანია თვალს ვადევნებ ამ ყველაფერს და ზეპირად ვიცი მომავალში რა მოხდება. პირველივე გოლზე იგივე ხალხი აყვირდება აქ და ისევ უფლის გამოგზავნილის ძახილს დაუწყებენ.
ასე იტრიალებს დაუსრულებლად...
გულისამრევია
Skeleton
05 იანვარი 2023 04:18
0
ყველა გამოხმაურება
ეს წაგება ნაპოლის ისე სჭირდებოდა როგორც არგენტინას საუდის არაბეთთან, განახლება და და ახალი მუხტია საჭირო, ეგ არაფერი სხვებიც დაკარგავენ ქულებს აგერ ლაციომაც წააგო, ვერც ატალანტამ მოიგო, იუვესაც ყარაულის თოფივით გაუვარდა, ხვიჩას კიდევ როცა საჭიროა პასს არ აძლევენ, არაფერია ხვიჩა ყველა გგულშემატკივრობთ... მალე ძველ ხვიჩას ვიხილავთ.
დათო
05 იანვარი 2023 02:03
3
ე.ი. გავერთე კომენტარებზე. რამდენის მადლი მოისხეს ხვიჩამ და ნაპოლიმ ამ წაგებით. :))
როგორც ნეხვის ხოჭოები გამოძვრებიან ფუნადან კმაყოფილები და გამაძღარები, ისე გამოეფინენ შეუმდგარი პიროვნებები და ხვიჩას აკრიტიკებენ გახარებულები. :)
გოგია
05 იანვარი 2023 09:11
3
კარგი სახელი უწოდეთ. მე ხავსმოდებულ ნაფტალინიანებს ვეძახ. დიდი ხანი რომ ელოდნენ ამ წაგებას და ობი მოეკიდათ ტვინებზე
!!
05 იანვარი 2023 10:39
2
სუნი დააყენეს კომენტარებში.
ხვიჩა იმედია ამ ნაგვით გონებას არ დაიბინძურებ.
მხოლოდ იმათთვის ითამაშე ვინც მხარს გიჭერს და ეგ ნაგავი თავისით გაქრება!!
!!
05 იანვარი 2023 02:29
15
ჩემი აზრით ნაპოლის ქულაზე უნდა ეთამაშა, დაცვიდან კონტრშეტევებზე. სპალეტიმ არა სწორი ტაქტიკა აირჩია,ბურთის ფლობას და პირველ ნომრად თამაშს ცდილობდა. იმდენი მომენტი შეუქმნა ინტერმა, შეეძლო დიდი ანგარიშითაც მოგება. ამ შეხვედრაში ნაპოლი არ ჰგავდა საჩემპიონო გუნდს, იმედია შემდეგ თამაშებზე მოუმატებენ. რაც შეეხება კვარას, რაღაც შებოჭილი მეჩვენება, არ ვიცი ფსიქოლოგიური ზეწოლის ბარალია თუ ჯერ ფორმაში ვერ შევიდა.
irakli81
05 იანვარი 2023 02:27
1
ნუ შეჭამთ ეხლა მაგ ბიჭს. იტალიაში თამაშობენ მსოფლიოში უძლიერეს დაცვას. კარგია რო მანდ არი. ისწავლის როგკრ გაუმკლავდეს. ნაკრებში რო ჩამოვა გაუადვილდება სხვებთან. ყველა თამაშს ერთ დინეზე ვერ ითამაშებს კიდე. არაა ადვილი. კიდე ისა რო მართლა არი ფორმაში შესასვლელი. ვაცადოთ . რა ყველაფერი ერთბაშად გვინდა
ZAZA
05 იანვარი 2023 02:42
7
რამდენი შურიანი ნაბიცვარი ხართ და მაგიტომაცაა ჩვენი ქვეყანა რომ აშენებულია და ყვავის.
ეჰჰ
05 იანვარი 2023 02:33
14
თამაში წააგო სპალეტიმ. მოიგო ინძაგიმ და მსაჯმა. ველოდები ჩვენი ბრილიანტის გაბრწყინებას.
100%
05 იანვარი 2023 07:59
1
მემგონი ხვიჩას მოწინააღდეგე ფეხბურთელებს დავალებული აქვთ მწვრთნელისგან,რომ თავიდანვე ურტყან ფეხებში. ჩემი აზრით ამის მერე ხვიჩას ტრამვის მიღების შიში უჩნდება და ორთაბრძოლებში სუსტად გამოიყურება.
დღეს არცერთ ნაპოლის ფეხბურთელს კარგად არ უთამაშია. ვფიქრობ მომდევნო რამოდენიმე თამაშსაც არასტაბილურად ითამაშებენ.
პ.ს. ასე თუ ისე,ნაპოლი ნებისმიერ ვარიანტში ჩემპიონი გახდება.
gulshematkivari0703
05 იანვარი 2023 02:24
1
აქ რომ კომენტარები წავიკითხე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს ყველაფერჩიკები არათუ ფეხბურთის აზრზე არ არიან, საერთოდ ფეხბურთიც არ უთამაშიათ. ყველაზე არ ვამბობ რა თქმა უნდა. ამ ეგრეთწოდებულ კრიტიკოსებს უხარიათ როდესაც ხვიჩას თამაში არ გამოუვა. თვითონ სულ ჭამა და ხეთქვაზე ფიქრობენ და ასე ჰგონიათ რომ ხვიჩაც ასე იქცევა.ზოგმა საცოლეც დაუწუნა,რა დროს ცოლიაო. ვინ გეკითხებათ, რა თქვენი ერთი ადგილის საქმეა. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს,ერთ ორჯერ ისე მწარედ ჩაარტყეს ფეხებში რომ თუ ადგებოდა არ მეგონა, ვფიქრობ ცოტა შიშმაც იმოქმედა თამაშის ხარისხზეც. ეს მსაჯი სუფთა იდიოტი იყო გაფრთხილებაც არ მისცა მჩეხავებს. ბევრ მსაჯზე კატარში ჩატარებულმა ჩემპიონატმა იმოქმედა, მანდ ხომ ყვითელი ბარათები ჩაკერებული ჰქონდათ შორტებში! არაუშავს რომ წააგეს, შემდეგ თამაშზე უფრო მობილიზირებული გამოვლენ. წაუგებლად 2004 ში თუ 2005ში არსენალმა ჩაატარა ჩემპიონატი წაუგებლად. მეტი შემთხვევა არ მახსოვს. ასე რომ ზოგიერთის გულის გასახეთქად ხვიჩა ისევ ათამაშდება და გაგამწარებთ! ხო კიდევ ვიღაცას ისიც მოეწონა აქ პრეზერვატივზე რომ მისი ფოტო დაახატეს, ვიღაც უჯიშოებმა, შეიძინეთ და თავზე ჩამოიცვით
დავით 67
05 იანვარი 2023 04:25
3
კლავიატურის ვირტუოზი ხარ..
დავით67-ს
05 იანვარი 2023 10:45
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული