"სად გაქრა კვარაცხელია?" - იტალიელი ქომაგები ხვიჩას აკრიტიკებენ

AutoSharing Option
სერია A-ს მე-16 ტურში "ინტერმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

"პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლური კარიერის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა, შემტევმა დრიბლინგი მხოლოდ ერთხელ შეასრულა და 14 ორთაბრძოლიდან მხოლოდ 3-ჯერ იმარჯვა, რის გამოც სპალეტიმ "კვარა" 76-ე წუთზე შეცვალა.

"ტვიტერზე" იტალიელმა გულშემატკივრებმა ხვიჩას თამაში გააკრიტიკეს. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

"სად გაქრა კვარაცხელია?";

"ხვიჩა საკუთარი თავის აჩრდილს ჰგავდა";

"ელმასი ძირითადში, კვარაცხელია სკამზე";

"ლეაო გაცილებით ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე კვარაცხელია";

"კომენტატორი მის გვარს ხმადაბლა აცხადებდა თუ მე არ მესმოდა?";

"ხვიჩას "ინტერის" წინააღმდეგ არაფერი
გამოუვიდა".

"ნაპოლი" გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს. ნეაპოლელები უახლოეს მდევარს, "მილანს", 5 ქულით უსწრებენ. სპალეტის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 8 იანვარს სტუმრად "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართავს.

alt"ნაპოლის" პირველი მარცხი სერია A-ში - ხვიჩამ "ინტერთან" 76 წუთი ითამაშა

alt"ნაპოლისა" და "ინტერის" პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა

მკითხველის კომენტარები / 56 /
ეს ხალხი გამაგიჟებს.ადამიანი საჭმელს ვერ ჭამს ერთნაირად ყოველდღე და თქვენ გინდათ ამ ბიჭმა ერთნაირად ითამაშოს ყოველდღე(მითუმეტეს ახალ ტრავმა მოშუშებულზე)
კახა ქ.
05 იანვარი 2023 08:38
3
არეულია გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის მერე კვარას გარდა სხვას ვის გამოუვიდა კარგი თამაში? წაგება ზოგჯერ ლოგიკურია სხვა ლიდერებთან ცოტა გაუმართლათ
მოურინიო
05 იანვარი 2023 09:45
0
როცა ხვიჩა ნაპოლიში გადავიდა, იმდენად დიდი წნეხის ქვეშ მოექცა, რომ მაშინვე ვიფიქრე გადაწვავენ მეთქი ამ ბიჭს ფსიქოლოგიურად. ასეც მოხდა. ზედმეტად მძიმე ტვირთი აკიდეს ამ ბიჭს თავიდანვე იტალიაშიც და საქართველოშიც. სულაც არ მიკვირს რომ ვერ გაუძლო. ახლა კი პატარა ჩავარდნასაც არ პატიობენ. არ იყო მისთვის ,,კვარადონას" და ასეთი რამეების ძახილი საჭირო.
ახალი წარმატებიბის წელი ქონოდეს ხვიჩას ამ წელს, მჯერა რომ ის თავის სიტყვას მაინც ბოლომდე იტყვის.
ქართველი
05 იანვარი 2023 13:28
0
აბსოლუტურად გეთანხმები, მეც დავწერე ეს ადრე. არ შეიძლება ასე, ძალიან ადრე აღზევება. უარყოფითად იმოქმედებს.
ბადრი
05 იანვარი 2023 19:13
1
მარტო ხვიჩა ვერაფერს იზავდა, მთელი გუნდი იდგა მოძრაობა არ იყო, შესაბამისად ხვიჩას 2-3 კაცი მუდმივად ეკრა ზედ.
ლევანი76
05 იანვარი 2023 10:21
5
ნაპოლი (მთლიანად გუნდი), თითქოს რაღაც მორიდებულად თამაშობდა, ის სილაღე და სითამამე აკლდა რაც წინა თამაშებში განასხვავებდა სხვა გუნდებისგან
giorgi 3
05 იანვარი 2023 03:19
0
ვფიქრობ რომ სისწრაფე ცოტათი დაკლებული აქვს, ტუმცა საგანგაშო არაფერია.მთელი გუნდი გამოიყურებოდა სუსტად.არ დაგვავიწყდეს ვის ეთამაშებოდა გასვლაზე.ინტერი ჩემი აზრით მთავარი ფავორიტია სკუდეტოს მოგების.
Რერო
05 იანვარი 2023 09:21
1
100%
skaro
05 იანვარი 2023 19:38
0
ვახ რა გაუჩმახეთ ამ ბიჭს საქმე გინდა ქართველმა და გინდა იტალიელმა ვაი გულშემატკივარვმა?!მესი და კრისტინა ვერ დებდნენ საუკეთესო ფორმაში ყველა თამაშში შედეგს...არ არის ხვიჩა ტრავმის მერე ფორმაში ეგ ერთი და მეორე ეს დედა აფეთქებული საერთოდ ნაპოლია საშინელ ფორმაში,ვინ მოგეწონათ ანგისა?!აჩრდილია კიმი?!აჩრდილია ოსიმენი?!აჩრდილია (ხო ისე ნუ გავიწყდებათ ოსიმენს 3 თვე დასჭირდა ფორმაში ჩასადგომად),პოლიტანო?!მაგის ფეხბურთი არ გაიშვას,ელმასი?! კაით რა...ლობოტკამ მოუკლო,ზელინსკიმ მოუკლო,იტოკში სპალეტი დაემართათ და ისევ ხვიჩამ,ლობოტკამ,ოსიმენმა,კიმმა და ანგისამ უნდა მოხოდონ ნაპოლი,სიმეონეც ჩაიკარგა,ასე რომ სანამ ხვიჩაზე რამეს დაწერთ ცოტა იაზროვნეთ,ჯერ სწავლობს,ჯერ იზრდება,დაცემაც უნდა ნახოს რო ისევ აღზევდეს რო ვარსკვლავი გახდეს,მეც მინდა ყველა თამაში მაგრად ითამაშოს,გოლები იტანოს,პასები არიგოს,საუკეთესო იყოს ყველა მატჩში მაგრამ ეს შეუძლებელია,ეტაპობრივად გაიზარდოს,უაზროდ ვკიდებთ დიდ ტვირთს და ძალიან ბევრს ვითხოვთ,ნუ გახდებით ნოდარა მელაძეები...
ნიკო
05 იანვარი 2023 20:52
1
მოსკოვის სპარტაკითბილისის ან კიევის დინამო….მსაჯობის ხარისხი… გამგები გაიგეებს
კობა
05 იანვარი 2023 15:58
1
დააჯინოს და შეცვლებიდან შეუშვას. ტრამვის მერე შეჯახებრბს ერიდება. დაეყენებინა ელმაზი გადაღლიდა მცველებს და მერე დასვენებუკი კვარა რამოდენიმეჯერ გაექცეოდა
არა რუსეთს
05 იანვარი 2023 14:10
1
ჯიგარი ხარ.
კუკური
05 იანვარი 2023 15:36
0
მთელი თამაშის განმავლობაში სულ ვაი-უის გაიძახოდა ხვიჩა, იქნებ სიმართლეა როცა ამბობენ ტკივილებს ვერ იტანს და ტირისო, სულ ბალახზე იწვა, არ მითხრათ ეხლა მარტო ხვიჩას ეთამაშებოდნენო უხეშადო, ვნახოთ შემდგომ თამაშებში რას იზამს???
max
05 იანვარი 2023 11:50
14
მართალია. კვარასგან ველოდებით რაც უფრო ძლიერად მოხვდება ფეხში უფრო ძლიერად უნდა წამოდგეს და ამან სპორტული თვალსაზრისით უფრო უნდა გააბრაზოს და უარესები უკეთოს მოედანზე. ან ბოლო ბოლო წამოხტი მსაჯს გაუტრაკე რამე ქენი ძაან ჩაქიმული იყო და მაგალითი იქნება შეულია დარწმუნებული ვარ სწორი დასკვნების გამოტანა. თორე ეგრე ფეხში მირტყეს სადაა ძმაო აბა როგორ გინდა.
ნიკა
05 იანვარი 2023 13:07
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული