"სად გაქრა კვარაცხელია?" - იტალიელი ქომაგები ხვიჩას აკრიტიკებენ

AutoSharing Option
სერია A-ს მე-16 ტურში "ინტერმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

"პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლური კარიერის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა, შემტევმა დრიბლინგი მხოლოდ ერთხელ შეასრულა და 14 ორთაბრძოლიდან მხოლოდ 3-ჯერ იმარჯვა, რის გამოც სპალეტიმ "კვარა" 76-ე წუთზე შეცვალა.

"ტვიტერზე" იტალიელმა გულშემატკივრებმა ხვიჩას თამაში გააკრიტიკეს. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

"სად გაქრა კვარაცხელია?";

"ხვიჩა საკუთარი თავის აჩრდილს ჰგავდა";

"ელმასი ძირითადში, კვარაცხელია სკამზე";

"ლეაო გაცილებით ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე კვარაცხელია";

"კომენტატორი მის გვარს ხმადაბლა აცხადებდა თუ მე არ მესმოდა?";

"ხვიჩას "ინტერის" წინააღმდეგ არაფერი
გამოუვიდა".

"ნაპოლი" გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს. ნეაპოლელები უახლოეს მდევარს, "მილანს", 5 ქულით უსწრებენ. სპალეტის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 8 იანვარს სტუმრად "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართავს.

alt"ნაპოლის" პირველი მარცხი სერია A-ში - ხვიჩამ "ინტერთან" 76 წუთი ითამაშა

alt"ნაპოლისა" და "ინტერის" პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა

მკითხველის კომენტარები / 56 /
ეს კომენტარები გამაგიჟებს. ერთი წაგებული თამაშის გამო გადაუარეს ბიჭს, რეებს უწერთ, ამის მერე თქვენ გიყვართ ვინმე და გულშემატკივრობთ?
ისე მომეშალა ახლა ნერვები მზად ვარ ჩემი ლიბერალობა, ჰუმანურობა და ყველაფერი დავივიწყო და ამ დამპალი კომენტარების ავტორებს ჩამოვუარო, ყველას სახელი და გვარი გავიგო და შეკითხვები დავუსვაა...
რათქმაუნდა პასუხს ვერ გამცემენ. როდის იყო აგრესიული და განუვითარებელი ადამიანი შეკითხვებზე პასუხს იძლეოდა.
ანუ ცოტა ხანში გოლების შეყრას რომ დაიწყებს ისევ ფეიკ სახელებით დაიწყებთ მის ქებას ხო?
რაში ჭირდება თქვენნაირი გულშეატკივარი ახლა კვარაცხელიას?
მზად ხართ ეგრევე შუაზე გაგლიჯოთ. ბრბო ხართ ჩვეულებრივი.
არ მაინტერესებს არავის აზრი, თავი დაანებეთ და ნუ გადაუარეთ თქვე განუვითარებლებოოო!!!
რად გინდათ თქვენ ფეხბურთი, ხელოვნება ,კულტურა!!
თქვენ უნდა იყოთ გამოქვაბულში.
მოკლავთ ბიზონს, შეჭამთ. დაანთებთ ცეცხლს-გათბებით.
არ მოგეწონებათ ვინმე იმასაც მოკლავთ, შეჭამთ და ასე შემდეგ.
ალბათ არ გამომიქვეყნებთ მაგრამ ვინმე მაინც ხომ წაიკითხავს თქვენი ადმინისტრაციიდან.
უბრალოდ პირველყოფილები ხართ. გამოქვაბულში ინტერნეტმა დაიჭირა და მოდი ხვიჩა ვლანძღოთ არაა?
ფუუ რა ამაზრზენი ხალხი ხართ.
ამის მერე თქვენი გულშემატკივრობა ვის რაში ჭირდება!!!
15
მე რაც წავიკითხე იტალიური კომენტარები, მხარს უჭერს ყველა, აქ ქართველები ლანძღავენ, უვიცები.
პირველად წააგო გუნდმა სერია ა ში და რაამბავში არიან. თურმე როგორ ელოდნენ
4

სიახლეები პოპულარული