"პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლური კარიერის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა, შემტევმა დრიბლინგი მხოლოდ ერთხელ შეასრულა და 14 ორთაბრძოლიდან მხოლოდ 3-ჯერ იმარჯვა, რის გამოც სპალეტიმ "კვარა" 76-ე წუთზე შეცვალა.
"ტვიტერზე" იტალიელმა გულშემატკივრებმა ხვიჩას თამაში გააკრიტიკეს. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:
"სად გაქრა კვარაცხელია?";
"ხვიჩა საკუთარი თავის აჩრდილს ჰგავდა";
"ელმასი ძირითადში, კვარაცხელია სკამზე";
"ლეაო გაცილებით ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე კვარაცხელია";
"კომენტატორი მის გვარს ხმადაბლა აცხადებდა თუ მე არ მესმოდა?";
"ხვიჩას "ინტერის" წინააღმდეგ არაფერი
"ნაპოლი" გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს. ნეაპოლელები უახლოეს მდევარს, "მილანს", 5 ქულით უსწრებენ. სპალეტის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 8 იანვარს სტუმრად "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართავს.
"ნაპოლის" პირველი მარცხი სერია A-ში - ხვიჩამ "ინტერთან" 76 წუთი ითამაშა
ვინ ხარ შენ, რომ პატრიარქს ეხმიანები?! ჯერ შექმენი შენი თავიდან პიროვნება, მიაღწიე სპორტულ სიმაღლეებს!
არ ვარგა, ეგრე! იყავი თავმდაბალი, ჩათვალე რომ ჯერ არავინ ხარ, და იმუშავე წინსვლისთვის, ყოველდღე და დაუღალავად!