"პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლური კარიერის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა, შემტევმა დრიბლინგი მხოლოდ ერთხელ შეასრულა და 14 ორთაბრძოლიდან მხოლოდ 3-ჯერ იმარჯვა, რის გამოც სპალეტიმ "კვარა" 76-ე წუთზე შეცვალა.
"ტვიტერზე" იტალიელმა გულშემატკივრებმა ხვიჩას თამაში გააკრიტიკეს. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:
"სად გაქრა კვარაცხელია?";
"ხვიჩა საკუთარი თავის აჩრდილს ჰგავდა";
"ელმასი ძირითადში, კვარაცხელია სკამზე";
"ლეაო გაცილებით ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე კვარაცხელია";
"კომენტატორი მის გვარს ხმადაბლა აცხადებდა თუ მე არ მესმოდა?";
"ხვიჩას "ინტერის" წინააღმდეგ არაფერი
"ნაპოლი" გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს. ნეაპოლელები უახლოეს მდევარს, "მილანს", 5 ქულით უსწრებენ. სპალეტის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 8 იანვარს სტუმრად "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართავს.
"ნაპოლის" პირველი მარცხი სერია A-ში - ხვიჩამ "ინტერთან" 76 წუთი ითამაშა
ისე მომეშალა ახლა ნერვები მზად ვარ ჩემი ლიბერალობა, ჰუმანურობა და ყველაფერი დავივიწყო და ამ დამპალი კომენტარების ავტორებს ჩამოვუარო, ყველას სახელი და გვარი გავიგო და შეკითხვები დავუსვაა...
რათქმაუნდა პასუხს ვერ გამცემენ. როდის იყო აგრესიული და განუვითარებელი ადამიანი შეკითხვებზე პასუხს იძლეოდა.
ანუ ცოტა ხანში გოლების შეყრას რომ დაიწყებს ისევ ფეიკ სახელებით დაიწყებთ მის ქებას ხო?
რაში ჭირდება თქვენნაირი გულშეატკივარი ახლა კვარაცხელიას?
მზად ხართ ეგრევე შუაზე გაგლიჯოთ. ბრბო ხართ ჩვეულებრივი.
არ მაინტერესებს არავის აზრი, თავი დაანებეთ და ნუ გადაუარეთ თქვე განუვითარებლებოოო!!!
რად გინდათ თქვენ ფეხბურთი, ხელოვნება ,კულტურა!!
თქვენ უნდა იყოთ გამოქვაბულში.
მოკლავთ ბიზონს, შეჭამთ. დაანთებთ ცეცხლს-გათბებით.
არ მოგეწონებათ ვინმე იმასაც მოკლავთ, შეჭამთ და ასე შემდეგ.
ალბათ არ გამომიქვეყნებთ მაგრამ ვინმე მაინც ხომ წაიკითხავს თქვენი ადმინისტრაციიდან.
უბრალოდ პირველყოფილები ხართ. გამოქვაბულში ინტერნეტმა დაიჭირა და მოდი ხვიჩა ვლანძღოთ არაა?
ფუუ რა ამაზრზენი ხალხი ხართ.
ამის მერე თქვენი გულშემატკივრობა ვის რაში ჭირდება!!!
პირველად წააგო გუნდმა სერია ა ში და რაამბავში არიან. თურმე როგორ ელოდნენ
ოსიმენს რომ პასი გაუკეთა ხვიჩამ და მაგ დროს უკნიდან რომ ჩაარტყეს, ეგ როგორ დატოვა რეაგირების გარეშე მსჯმა? ეგ ნორმალური გგონიათ?
შეიძლება მაგ დროს ისეთი ტრავმა მიეღო საერთოდ დაესრულებინა კარიერა. (ბევრს ალბათ როგორ გაგიხარდებოდათ).
ესპანეთის ჩემპიონატში მსგავსი არ ხდებოდა, ტექნიკურ ფეხბურთელებს უფრო მეტად იცავდნენ მსაჯები. თუ ფეხები დაალეწეს ყველა ტექნიკურ ფეხბურთელს მაშინ სანახაობრივი როგორ იქნება თამაშები.
დაწერა კიდეც იტალიელმა ჟურნალისტმა წეღან , უნდა მიეჩვიოს, რომ მცველების სამიზნე იქნებაო.
ანუ ყველა თამაშზე ტრავმას უნდა ველოდოთ თუ როგორ?
უკნიდან ფეხებში ჩარტყმა თუ რეაგირების გარეშე შეიძლება დარჩეს, სხვას რას ელით?
ისეთი სუსტი არ არის რომ დაეცეს და ვერ წამოდგეს