"ვალენსია" ისევ დამარცხდა - შემდეგი მატჩი "რეალთან" აქვს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-16 ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ აუტსაიდერ „კადისთან“ 0:1 დამარცხდა.

მატჩის დასაწყისში სახალისო ეპიზოდი მოხდა: მამარდაშვილი საჯარიმოდან გარეთ გამოვიდა, ცოტა ანერვიულა გულშემატკივრები, თუმცა საბოლოოდ მეტოქის ფეხბურთელი დაჯაბნა, ბურთი მისგან აუტზე გაატარა და აპლოდისმენტები დაიმსახურა. შემდეგ კი სტუმრები სწრაფი კონტრიერიშისას ალკარასმა დააწინაურა. „ვალენსია“ სრულ უპირატესობას ფლობდა, ბევრს, მაგრამ უმეტესად უხიფათოდ უტევდა.

თამაშის სურათი მეორე ტაიმშიც არ შეიცვალა, ნერვიული ხასიათი მიიღო, ხშირი იყო შეხლა-შემოხლა, ვალენსიელთა მხრიდან რამდენიმეჯერ პენალტის მოთხოვნა და პირველი ნაღდი მომენტი გაიამ შექმნა, რომლის დარტყმული ბურთი
ლამაზ ნახტომში მეკარემ ლედესმამ მოიგერია. აქედან მოყოლებული გატუზოს შეგირდები შტურმზე გადავიდნენ, რამაც შედეგი ვერ გამოიღო და ისევ წააგეს.

„ვალენსიამ“ ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 19 ქულით მე-10 ადგილზეა და 22 იანვარს „ალმერიას“ უმასპინძლებს, იქამდე კი 11 იანვარს ერ-რიადში ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში „რეალს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 39 003 მაყურებელი
ვალენსია - კადისი 0:1
გოლი: ალკარასი (9)

მკითხველის კომენტარები / 10 /
აკი ვთვქი ადრეც და ახლაც ვამბობ,გატუზოს მწვრთნელობა არ გაიშვასთქოო.
გეგი
15:09 07-01-2023
1
უკვე მამარდას ხათრითაც მიჭირს,ამ გუნდის ყურება და გულშემატკივრობა!აჰა,კავანიც მიიყვანეს,მაგრამ საშველი მაინც არ ჩანს.ერთი ნორმალური გამთამაშებელი,გუნდს ტვინს მისცემდა,თუმცა აღარც მაგაში ვარ დარწმუნებული,რომ ერთი ტვინი ეყოფათ.გუნდის მეტი ნაწილი,საერთოდ ტვინს არ იყენებს მოედანზე.მკვეთრად ნათქვამია,მაგრამ ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.
ქრისტეს შობის დღესასწაულს გილოცავთ ძვირფასო მეგობრებო!იესო ქრისტე და დედა ღვთისმშობელი ჰფარავდეს საქართველოს და მის ყოველ მაცხოვრებელს.
სოსო
12:55 07-01-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული