"პარტენოპეის" ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ "ნერაძურისთან" მატჩის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება დაიმსახურა, ლუჩანომ "კვარა" 76-ე წუთზე ელიფ ელმასით შეცვალა.
იტალიური გამოცემა Corriere della Sera ახალგაზრდა გარემარბის შესახებ წერს და "კვარას" არასათანადო სათამაშო ფორმას 3 მიზეზით განმარტავს.
ტრავმა და მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეული პაუზა
"ხვიჩამ "ლივერპულთან" წელის ტრავმა მიიღო, რის გამოც 3 თამაშის გამოტოვება მოუწია, ამის შემდეგ კი 2022 წლის მუნდიალი
უსიამოვნო ინციდენტი - მანქანის მოპარვა
ღამით ხვიჩას სახლში მძარცველები შეიჭრნენ და მისი კუთვნილი მანქანა მოიპარეს, ქართველმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და საცხოვრებლად ნეაპოლის ერთ-ერთ გარეუბან პოზილიპოში გადავიდა. ცხადია, ეს უსიამოვნო ინციდენტი მის თამაშზე გარკვეულ გავლენას იმოქმედებდა.
"ნაპოლის" მისი კარგი თამაში ძალიან სჭირდება. გამარჯვებები და შედეგიანი მატჩები მისთვის საუკეთესო მკურნალი იქნება, თუმცა "სამპდორიასთან" კიდევ ერთი ჩაგდებული შეხვედრის შემთხვევაში, არ გაგვიკვირდეს, რომ შემდეგ ტურებში სათადარიგოთა შორის აღმოჩნდეს" - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, სერია A-ს მე-17 ტურში "ნაპოლი" "სამპდორიას" ესტუმრება, მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
80 მილიონი ევრო - "რეალი" ხვიჩას სანაცვლოდ სოლიდურ თანხას ჩამოვიდა
"ნაპოლის" ახალი ტაქტიკა და კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე? - მზადება "სამპდორიასთვის"
კვარაცხელია სპალეტიმ შეიძლება "სამპდორიასთან" 30 წუთი ათამაშოს