რატომ ვეღარ ბრწყინავს ხვიჩა ძველებურად? - იტალიური მედია 3 მიზეზს ასახელებს

AutoSharing Option
სერია A-ს მე-16 ტურში "ნაპოლიმ" სეზონში პირველი მატჩი წააგო, სპალეტის გუნდმა "ინტერის" წინააღმდეგ ვერაფერი შეძლო და მინიმალური ანგარიშიც 0:1 დამარცხდა.

"პარტენოპეის" ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ "ნერაძურისთან" მატჩის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება დაიმსახურა, ლუჩანომ "კვარა" 76-ე წუთზე ელიფ ელმასით შეცვალა.

იტალიური გამოცემა Corriere della Sera ახალგაზრდა გარემარბის შესახებ წერს და "კვარას" არასათანადო სათამაშო ფორმას 3 მიზეზით განმარტავს.

ტრავმა და მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეული პაუზა

"ხვიჩამ "ლივერპულთან" წელის ტრავმა მიიღო, რის გამოც 3 თამაშის გამოტოვება მოუწია, ამის შემდეგ კი 2022 წლის მუნდიალი
გაიმართა. მართალია, სრულად განიკურნა, მაგრამ სავარაუდოდ, მის ათამაშებას დრო დასჭირდება, რადგან ტრავმის ხელმეორედ მიღების შიში დაძლიოს.

უსიამოვნო ინციდენტი - მანქანის მოპარვა

ღამით ხვიჩას სახლში მძარცველები შეიჭრნენ და მისი კუთვნილი მანქანა მოიპარეს, ქართველმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და საცხოვრებლად ნეაპოლის ერთ-ერთ გარეუბან პოზილიპოში გადავიდა. ცხადია, ეს უსიამოვნო ინციდენტი მის თამაშზე გარკვეულ გავლენას იმოქმედებდა.

"ნაპოლის" მისი კარგი თამაში ძალიან სჭირდება. გამარჯვებები და შედეგიანი მატჩები მისთვის საუკეთესო მკურნალი იქნება, თუმცა "სამპდორიასთან" კიდევ ერთი ჩაგდებული შეხვედრის შემთხვევაში, არ გაგვიკვირდეს, რომ შემდეგ ტურებში სათადარიგოთა შორის აღმოჩნდეს" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, სერია A-ს მე-17 ტურში "ნაპოლი" "სამპდორიას" ესტუმრება, მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

alt80 მილიონი ევრო - "რეალი" ხვიჩას სანაცვლოდ სოლიდურ თანხას ჩამოვიდა

alt"ნაპოლის" ახალი ტაქტიკა და კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე? - მზადება "სამპდორიასთვის"

altკვარაცხელია სპალეტიმ შეიძლება "სამპდორიასთან" 30 წუთი ათამაშოს

მკითხველის კომენტარები / 32 /
ილოცავთ შობას , ახალ წელს, ბედნიერება და სიხარული ნუ მოგვაკლოს ღმერთმა! დღეს ნაპოლის მატჩის დღეა ! ფეხბურთი ისევ დაბრუნდება ჩვენს ცისფერ ეკრანებზე ! ვნახოთ როგორ წარიმართება თამაში. ინტერთან შეხვედრამ საფიქრალი გაგვიჩინა, რა ხდება ნაპოლიში ? რატომ ვერ იყო წარმატებული გუნდი და ხვიჩა ? რა იყო წარუმატებლობის მიზეზი ? ვფიქრობ ამის გამომწვევი უმეტეს წილად ინტერის მწვრთნელის მიერ "სწორად" არჩეული და სპალეტის მხრიდან არასწორი ტაქტიკა უნდა იყოს, "სწორად" ში ბინძური,ზღვარს გადასული უხეშობა ,სიხისტე ვიგულისხმე და ინტერმა ამ ანტიფეხბურთს მიმართა სწორედ. სპალეტის შეცდომა კი არის რომ ამ ცინიკურ, ყასბურ, "კატენაჩიო"ს "პირველ ნომრად თამაში" დაუპირისპირა. ყველაზე გენიალური ფეხბურთელიც ვერ შესძლებს მარტო თამაშს., მწვრთნელი ცდილობს ,ჩართოს ის მის მიერვე მოფიქრებულ ტაქტიკურ სქემაში. ხვიჩაც ამ სქემის "მსხვერპლია" და კიდევ კარგი რომ გადავრჩით ტრავმას რომელიც ინტერის ასეთი მონდომებით . მწყობრიდან გამოიყვანდა მას,მსაჯი კი თვალებახვეული თემიდასავით, უემოციოდ ადევნებდა თვალს ამ საყასბეს..... გადავრჩით და ეს სრულად არ არის უმნიშვნელოდ ნათქვამი. ვგონებ მართებული იქნებოდა სპალეტის დაცვაში დაეყენებინა გუნდი და შეეცადა კონტრშეტევებზე სწრაფი გადაცემების ხარჯზე შეექმნა საგოლე მომენტები, არ იქნებოდა ეს სანახაობრივად მოსაწონი მაგრამ თუ მეტი გამოსავალი არ არის ? ასე რომ ვფიქრობ სპალეტის წილი ამ დამარცხებაში მნიშვნელოვანია.
ბაბაია
16:55 08-01-2023
0
გილოცავთ შობას , ახალ წელს, ბედნიერება და სიხარული ნუ მოგვაკლოს ღმერთმა! დღეს ნაპოლის მატჩის დღეა ! ფეხბურთი ისევ დაბრუნდება ჩვენს ცისფერ ეკრანებზე ! ვნახოთ როგორ წარიმართება თამაში. ინტერთან შეხვედრამ საფიქრალი გაგვიჩინა, რა ხდება ნაპოლიში ? რატომ ვერ იყო წარმატებული გუნდი და ხვიჩა ? რა იყო წარუმატებლობის მიზეზი ? ვფიქრობ ამის გამომწვევი უმეტეს წილად ინტერის მწვრთნელის მიერ "სწორად" არჩეული და სპალეტის მხრიდან არასწორი ტაქტიკა უნდა იყოს, "სწორად" ში ბინძური,ზღვარს გადასული უხეშობა ,სიხისტე ვიგულისხმე და ინტერმა ამ ანტიფეხბურთს მიმართა სწორედ. სპალეტის შეცდომა კი არის რომ ამ ცინიკურ, ყასბურ, "კატენაჩიო"ს "პირველ ნომრად თამაში" დაუპირისპირა. ყველაზე გენიალური ფეხბურთელიც ვერ შესძლებს მარტო თამაშს., მწვრთნელი ცდილობს ,ჩართოს ის მის მიერვე მოფიქრებულ ტაქტიკურ სქემაში. ხვიჩაც ამ სქემის "მსხვერპლია" და კიდევ კარგი რომ გადავრჩით ტრავმას რომელიც ინტერის ასეთი მონდომებით . მწყობრიდან გამოიყვანდა მას,მსაჯი კი თვალებახვეული თემიდასავით, უემოციოდ ადევნებდა თვალს ამ საყასბეს..... გადავრჩით და ეს სრულად არ არის უმნიშვნელოდ ნათქვამი. ვგონებ მართებული იქნებოდა სპალეტის დაცვაში დაეყენებინა გუნდი და შეეცადა კონტრშეტევებზე სწრაფი გადაცემების ხარჯზე შეექმნა საგოლე მომენტები, არ იქნებოდა ეს სანახაობრივად მოსაწონი მაგრამ თუ მეტი გამოსავალი არ არის ? ასე რომ ვფიქრობ სპალეტის წილი ამ დამარცხებაში მნიშვნელოვანია.
ბაბაია
16:54 08-01-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული