„ინტერთან“ წაგების შემდეგ „აძურისთვის“ გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, მწვრთნელმა სპალეტიმ ისევ გამოუცხადა ნდობა კვარაცხელიას და სასტარტოში დააყენა. სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს, ანგისა საჯარიმოში წააქციეს, მაგრამ პოლიტანომ პენალტი ვერ გამოიყენა. მასპინძლებმა იერიშებით უპასუხეს და მეკარე მერეტმა გადაარჩინა თავისი გუნდი. წვიმიან ამინდში შეხვედრა მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, ლამაზი სანახავი იყო და ოსიმენმა ნეაპოლელები დააწინაურა. შემდეგ კვარაცხელია საჯარიმოში შეიჭრა, ხელი ჰკრეს, თუმცა მსაჯმა თერთმეტმეტრიანის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. ცოტა ხანში ხვიჩა მცველს გაექცა, დაარტყა კიდეც და მიზანს ააცილა. 39-ე წუთზე კი ოსიმენი საჯარიმოსთან რინკონმა მოცელა და მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევა. მერე ქართველი ლამაზი ფინტით მურიელს გასცდა, რომელიც ეუხეშა და ყვითელი ბარათი მიიღო. ბოლოს ხვიჩამ პოლიტანოს პასი მიიღო მახვილი კუთხიდან ოდნავ არაზუსტად დაარტყა.
გენუა. „ლუიჯი ფერარისი“
სამპდორია - ნაპოლი
გოლი: ოსიმენი (19)
გამოუყენებელი პენალტი: პოლიტანო (6)
გაძევება: რინკონი (39)