რამდენიმე იტალიურმა გამოცემამ "ნაპოლის" ფეხბურთელები შეაფასა, ჩვენს ინტერესს კი ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია იწვევს. გთავაზობთ მათ კომენტარებს:
"მართალია, ჯერ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით, თუმცა მისი ბოლო თამაშები საგანგაშოა. "ინტერთან" ჩაგდებული მატჩის შემდეგ, სამწუხაროდ, ქართველი საკუთარი თავის აჩრდილია. თითქოს კვარაცხელიას კონცენტრაციის პრობლემა აქვს. მსოფლიო ჩემპიონატამდე შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ ახლა საკუთარი თავის აჩრდილია" - Eurosport-მა ხვიჩას თამაში 5 ქულით შეაფასა.
"ჩვეულ დონეზე ვერ ითამაშა, რამდენიმე სიტუაციაში სითამამე
"ინტერთან" წარუმატებელი მატჩის შემდეგ ფორმის აღდგენას კვლავ ვერ ახერხებს, მისგან მხოლოდ უმაღლესი დონის თამაშებს ვართ მიჩვეულნი. "სამპდორიას" წინააღმდეგ კი დრიბლინგის გაკეთებაც უჭირდა" - Tuttomercatoweb-ი "კვარას" გუშინდელ მატჩს 5 ქულით აფასებს.
"ფორმა რაც შეიძლება მალე უნდა აღიდგინოს. როდესაც მარცხენა ფლანგზე ბურთს იღებს, მუდამ წინსვლას ცდილობს, თუმცა ის ფეთქებადობა და სითამამე, რაც სეზონის პირველ ნაწილში გააჩნდა, თითქოს გაქრა" - Persemprenapoli-მ ხვიჩას 6 ქულა დაუწერა.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს გათამაშებას 44 ქულით ლიდერობს. "პარტენოპეი" მორიგ მატჩს 13 იანვარს "იუვენტუსთან" გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
"ნაპოლისა" და "რომას" ფანებმა იჩხუბეს [VIDEO]
საოცრება "სან სიროზე" - "რომამ" "ნაპოლის" დიდებული საჩუქარი გაუკეთა [VIDEO]
სპალეტი: პენალტი კვარაცხელიას უნდა დაერტყა - დღეს შესანიშნავად ითამაშა