ცნობილმა პორტალმა "სამპდორიასთან" მატჩში "ნაპოლიდან" ყველაზე დაბალი შეფასება კვარაცხელიას დაუწერა

AutoSharing Option
სერია A-ს მე-17 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" გასვლაზე "სამპდორია" 2:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ჩვენთვის ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ცნობილმა პორტალმა sofascore-მა "ნაპოლის" მხრიდან ყველაზე დაბალი შეფასება (6,3) ქართველ ფეხბურთელს დაუწერა.

აღსანიშნავია, რომ "კვარამ" "პარტენოპეის" იმ ფეხბურთელებზე დაბალი შეფასებაც მიიღო, რომლებიც ცვლილებაზე შემოვიდნენ. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში ხვიჩამ 62 წუთი ითამაშა, შემდეგ კი ირვინ ლოსანომ ჩაანაცვლა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ყველა უმადურს ............................!
რატი
20:44 09-01-2023
2
ვისაც წელი სტკიებია,მათ იმის თქმა არ დასჭირდებათ,რა ძნელია ამ დროს მკვეთრი მოძრაობის გაკეთება.შეფასება ობიექტურია,მაგრამ როცა მიზეზი იცი,იმკურნალებ და ყველაფერი გამოსწორდება.ხვიჩას მოძრაობის სიმკვეთრე აქვს დაკარგული და ამას რომ გრძნობს,მიტომ ერიდება ძველებურად სამ მცველში შევარდნას.ეს სპალეტიმაც კარგად იცის და მიტომ უჭერს მხარს.ასეც უნდა იყოს.მთავარია სრულად მოირჩინოს ეს ტრავმა და გადამწყვეტი თამაშებისათვის სრულ მზადყოფნაში იყოს!ისე ჩანს,სკუდეტოსათვის ბრძოლა,გამწვავდება და ნაპოლისათვის მთავარი საზრუნავი გახდება.
პ.ს. იუვენტუსმა ზედიზედ 8 გამარჯვება მოიპოვა,მაგრამ ბოლო ორი,მატჩის მიწურულს და საკმაოდ არადამაჯერებლად გაიმარჯვა.უკვე დროა,მანაც დაკარგოს ქულები და სად,თუ არა ნაპოლისთან,სტუმრად უნდა მოხდეს,ეს?!
სოსო
16:07 09-01-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული