იტალიაში კვარაცხელიას მცირე ჩავარდნაზე მსჯელობენ - გამოიკვეთა ორი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ხვიჩა ძველ თამაშს ვერ აჩვენებს

AutoSharing Option
იტალიურ პრესაში ხვიჩა კვარაცხელიას ბოლოდროინდელ არასახარბიელო ასპარეზობაზე მსჯელობა არ წყდება. ჩვენი აპენინელი კოლეგები არაერთ სტატიას გვთავაზობენ, თუ რა არის ქართველის მცირე ჩავარდნის მიზეზები.

უმრავლესობა თანხმდება, რომ ძველ "კვარას" მალე ვიხილავთ და ჩვენებურმა თავისი ძველი სახე "იუვენტუსთან" შეხვედრაში უნდა აღმოაჩინოს. 

მაგალითისთვის, Corriere dello Sport-ის ჟურნალისტმა ივან ზაზარონიმ Ottochannel-ის გადაცემა La Domenica Azzurra-ში ხვიჩას შესახებ ისაუბრა:

"მიუხედავად იმისა, რომ მატჩის შემდეგ გარკვეული კითხვისა და შემაშფოთებელი ნიშნები გაჩნდა, ნაპოლისთვის" "სამპდორიასთან" გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

"ინტერთან" წაგების შემდეგ გენუაში "პარტენოპეის" 3 ქულა აუცილებლად ესაჭიროებოდა.
ლობოტკა და ანგისა უმჯობესდებიან, რასაც ვერ ვიტყვი კვარაცხელიაზე. ალბათ, ცოტა დაღლილია... იმედი მაქვს, რომ ფეხბურთელი, რომელმაც სეზონის პირველ ნახევარში არაერთი ბრწყინვალე ეპიზოდი შემოგვთავაზა, თავის ძველ სახეს მალე დაგვანახებს. 

ვიმედოვნებ, რომ ეს იმ იძულებითმა შესვენებამ გამოიწვია, რაც ქართველს ჰქონდა. აქ ორი ფაქტორია გასათვალისწინებელი.

პირველი გახლავთ ის, რომ კვარაცხელიას მეტოქე გუნდის მცველები უფრო და უფრო კარგად იცნობენ და მეორე გახლავთ ის, რომ ხვიჩა თავის გამბედაობას უნდა დაუბრუნდეს. მას აქვს თამაშის მართვის ინიციატივა, რომელიც ყოველთვის "კვარას" დამატებითი ღირებულება იყო", - ამბობს ზაზარონი.

altCalciomercato: "კვარა" "იუვენტუსთან" განსაკუთრებული მატჩისთვის მზად უნდა იყოს

altხვიჩას "ნაპოლისთან" "იუვენტუსს" უჭირს - მეკარის გაძევება, ექსმოთამაშის დუბლი - 5 Top მატჩი [PHOTOS]

მკითხველის კომენტარები / 20 /
ხვიჩას ერთადერთი დაბრკოლება თვითონ ხვიჩაა. თვითონ უნდა დაძლიოს ფსიქოლოგიურად უნდა ირწმუნოს რომ მას შეუძლია მცველებს ისევ დრიბლინგებით გასცდეს და თამაში თვითონ წარმართოს ინიციატივა უნდა დაიბრუნოს თამაშის მიმდინარეობა უნდა გვკარნახობდეს რომ მატჩის გამოსარჩევი ფიგურა კვარაა. ეს დროის ფაქტორია უბრალოდ ამ დროსაც რაღაც ლიმიტი აქვს თორემ კლასი ვერსად წავიდოდა ის ისევ ხვიჩაშია და ის აუცილებლად "იფეთქებს" ამაში დარწმუნებული იყავით მეგობრებო.
Charley
14:35 10-01-2023
4
რა ჩავარდნა, ამათ უნდათ ყველა თამაშში სამ-სამი გოლი შეაგდოს. ორივე მატჩს ვუყურე და ყველაზე სასარგებლო იყო ორივეში. ორ-ორი მცველი ყავდა აკიდებული და მთელ შეტევით ხაზს სივრცეს უხსნიდა
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული