მიქაუტაძემ ელეგანტური გოლი გაიტანა - დავითაშვილის "ბორდომ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-18 ტურში ზურიკო დავითაშვილისა და გიორგი მიქაუტაძის გუნდებმა ითამაშეს.

"ბორდო" გასვლაზე "კანთან" ფრეს დასჯერდა (2:2), 32 ქულით მეორე ადგილზეა და 13 იანვარს "ამიენს" უმასპინძლებს.

პირველ ტაიმში სტუმრები დუბლით ნიგერიელმა მაჯამ დააწინაურა, რომელიც 10 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია. დავითაშვილი კვლავ აქტიური იყო, მარცხენა ფლანგიდან უტევდა, ბევრს შრომობდა, დაცვას ეხმარებოდა, ბურთს ძალიან უფრთხილდებოდა, მეურვეებს ბრძოლაში კორპუსს კარგად უდგამდა, პარტნიორებს გადაცემებს არ უგვიანებდა, სწორად თამაშობდა, ხანდახან ხისტადაც. პირველ ტაიმში შორიდან სცადა გატანა, მაგრამ კარს ააცილა. მეორე ტაიმში მაჯა მეკარეს პირისპირ შეჰყარა,
რომელმაც მესამე გოლის გატანა ვერ შეძლო. შემდეგ ქართველი თავად შეიჭრა საჯარიმოში და მცველებმა ბოლო მომენტში შეძლეს მისი შეჩერება. ის 59-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებმა კი შესვენების შემდეგ ანგარიში შეამცირეს, ხოლო 68-ეზე მსაჯმა ბორდოელთა მცველი მიშლენი გააძევა, რითაც "კანმა" ისარგებლა და ფრეს მიაღწია.

კანი. "მიშელ დ’ორნანო"
კანი - ბორდო 2:2
გოლები: 0:1 მაჯა (4), 0:2 მაჯა (25), 1:2 მენდი (52), 2:2 აბდი (82)
გაძევება: მიშლენი (68, ბორდო), კოურტი (88, კანი)


"მეცმა" სტუმრად "ნიმი" 4:1 დაამარცხა, 28 ქულით მეოთხე პოზიციაზეა და 13 იანვარს "რუანს" დაუხვდება. აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძე 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 90-ე წუთზე მეტოქის კარი დალაშქრა. მან მიმდინარე ტურნირზე მერვე გოლი გაიტანა.

ნიმი. "სტად დე კოსტერე"
ნიმი - მეცი 1:4
გოლები: 0:1 ჯოზეფი (48), 1:1 საიდი (54), 1:2 საბალი (56), 1:3 ჯოზეფი (61), 1:4 მიქაუტაძე (90)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული