"სხვა ვარიანტი არ მქონდა; ამის გამო თუ არ გამომიძახებენ, მართლები იქნებიან" - ლუკა გაგნიძე

AutoSharing Option
Geo Team-ის გადაცემის სტუმარი ლუკა გაგნიძე გახლდათ. წამყვანმა საქართველოს 21-წლამდელთა და მოსკოვის "დინამოს" ფეხბურთელს რუსეთში თამაშზე ჰკითხა:


- ბრუნდები მოსკოვის "დინამოში", მიუხედავად იმისა, რომ ომი არ დასრულებულა, რატომ?
- ასე ვიტყვი: სხვა ვარიანტი არ მქონდა. როდესაც ფეხბურთელი ხარ 19 წლის, არავის არ უნდა იჯარით შენი აყვანა. პირველ რიგში, მეც მიქმნის დისკომფორტს რუსეთში თამაში. ხალხს არ უნდა, ნაკრებში დაგიძახონ, მაგრამ ნაკრების ფედერაციაში ჰქონდათ ლაპარაკი და გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ მე იმ გუნდთან უკვე ხელშეკრულება მაქვს, ასე ავდგე და წამოვიდე, არ შემიძლია. ეს
იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მე მექნება ვარიანტი, რომ წავიდე სხვა კლუბში. მივიღე მკაცრი გადაწყვეტილება, რომ უნდა დავრჩე რუსეთში და თუ არ გამომიძახებენ, ამ შემთხვევაში მართლები იქნებიან.


საფეხბურთო ოცნება? საქართველოს ნაკრები რომ მოხვდეს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატზე, თუ გინდა მათი წევრი არ ვიყო, მაინც.



მკითხველის კომენტარები / 24 /
ასეთი მონაცემების ბავშვებისთვის რეგიონებში განვითარების საშუალება რომ არ არის და ოჯახს უნდა მოწყვიტონ ნიჭიერი (მაგრამ ათი წლის) ბავშვი, ამაზე დიდი დანაშაული რა უნდა იყოს?!
მიხედეთ ფეხბურთს და აცადეთ ბავშვებს ნორმალური განვითარება
წარმატებები გაგნიძეებს ლუკას და ნიკას
18:06 18-06-2023
0
რა არ ხდება, კაცი, რომელიც თავგადაპარსულია და მოშვებული აქვს წვერი, კლასიკურ ფორმას ატარებს ჩვენი ჩრდილო უახლოესი მეზობლებისა, მეორე 19 წლის ბიჭს ეუბნება „ხაჭაპური თუ არ გიყვარს, რანაირი ქართველი ქართველი ხარო, მგონი ამერიკელი ხარო“. კარგია მიუთითო სხვას ეროვნულ ტრადიციებზე, მაგრამ უკეთესი იქნება ეს საკუთარი თავიდან დავიწყოთ. რაც შეეხება ლუკას თავის კარიერისთვის რაც აჯობებს, ისე უნდა მოიქცეს, ასე მგონია მე.
გიზოგ
11:57 12-01-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული