"სხვა ვარიანტი არ მქონდა; ამის გამო თუ არ გამომიძახებენ, მართლები იქნებიან" - ლუკა გაგნიძე

AutoSharing Option
Geo Team-ის გადაცემის სტუმარი ლუკა გაგნიძე გახლდათ. წამყვანმა საქართველოს 21-წლამდელთა და მოსკოვის "დინამოს" ფეხბურთელს რუსეთში თამაშზე ჰკითხა:


- ბრუნდები მოსკოვის "დინამოში", მიუხედავად იმისა, რომ ომი არ დასრულებულა, რატომ?
- ასე ვიტყვი: სხვა ვარიანტი არ მქონდა. როდესაც ფეხბურთელი ხარ 19 წლის, არავის არ უნდა იჯარით შენი აყვანა. პირველ რიგში, მეც მიქმნის დისკომფორტს რუსეთში თამაში. ხალხს არ უნდა, ნაკრებში დაგიძახონ, მაგრამ ნაკრების ფედერაციაში ჰქონდათ ლაპარაკი და გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ მე იმ გუნდთან უკვე ხელშეკრულება მაქვს, ასე ავდგე და წამოვიდე, არ შემიძლია. ეს
იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მე მექნება ვარიანტი, რომ წავიდე სხვა კლუბში. მივიღე მკაცრი გადაწყვეტილება, რომ უნდა დავრჩე რუსეთში და თუ არ გამომიძახებენ, ამ შემთხვევაში მართლები იქნებიან.


საფეხბურთო ოცნება? საქართველოს ნაკრები რომ მოხვდეს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატზე, თუ გინდა მათი წევრი არ ვიყო, მაინც.



მკითხველის კომენტარები / 24 /
ვინც კიდევ ვერ ელევით რუსეთს, ჩალპით მაგ რუსულ ჭაობში. ხვიჩამ თუ ითთამაშა ბათუმში, ამას რა უშლიდა, ეთამაშა სეზონის ბოლომდე ბათუმში ან თბილისის დინამოში და გამოჩნდებოდა ევროპული ვარიანტიც. აქ ვისაც დაუჩემებია რუსული პროპაგანდისტული ტერმინი ლიბერასტი, თქვენ არც ფეხბუთი ქიყვართ, არც საქართველო და არც მაგ ბიჭის ბედი გაწუხებთ, ტვინ გამორეცხილი რუსეთუმეები ხართ.
irakli81
13:51 11-01-2023
34
შემეცოდა ეს ბიჭი, გაიჭედება ამ რუსეთში. თვითონაც ფაქტია აწუხებს ეს ამბავი, მაგრამ გამოსავალი რა აქვს? ასეთ გრძელვადიან კონტრაქტზე რომ მოაწერა/მოაწერინეს ხელი მაშინ უნდა ეფიქრათ ამაზე.
gogi
10:59 11-01-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული